გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

რუსთავმა ტორპედო დაამარცხა და გალიდერდა

გააზიარეთ

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. გაიმართა მეოცე ტურის ერთი მატჩი.

რუსთავი-ტორპედო 1:0

თბილისი. დავით პეტრიაშვილი

1:0 დე ალმეიდა (12პ)

რუსთავმა ბრაზილიელი ჟან სოუზა დე ალმეიდას გატანილი პენალტით სძლია ტორპედოს. სწრაფი გოლი გამოდგა – მასპინძლებმა მე-12 წუთზე შეაგდეს. პენალტი კი, დავით უბილავას ჩაწოდებას და ცოტნე ნადარაიას ხელით თამაშს მოჰყვა. ერთიც: არბიტრმა თერთმეტმეტრიანი ჯენერი ხორავამ VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა.

ამ დროისთვის რუსთავი ლიდერია და ასეც დარჩება, რადგან იბერიას მატჩი გორის დილასთან გადადებულია. ტორპედო მეოთხე ადგილზეა.

დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, ხოლო ორიც – ხვალ.

8 აგვისტო: დინამო (ბთ)-გაგრა (21:00)

9 აგვისტო: მეშახტე-სამგურალი (17:00); სპაერი-დინამო (თბ) (20:00)

სატურნირო ცხრილი:

1.რუსთავი 20 10 5 5 23-18 35

2.იბერია 19 10 4 5 27-18 34

3.დინამო (თბ) 19 8 7 4 31-21 31

4.ტორპედო 20 7 6 7 30-20 27

5.დინამო (ბთ) 19 7 6 6 28-30 27

6.დილა 19 8 2 9 21-19 26

7.სამგურალი 19 7 4 8 25-32 25

8.სპაერი 19 5 7 7 25-25 22

9.გაგრა 19 5 7 7 18-24 22

10.მეშახტე 19 1 8 10 13-34 11

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი