გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“ეს არც წარმომიდგენია”, – მიქაუტაძის მკაფიო განცხადება თავის მომავალზე

გააზიარეთ

ლიგა 1-ში დარჩენის საკითხის მოგვარებასთან ერთად ლიონმა წინასასეზონო შეკრება დაიწყო. ფრანგული გუნდი ბელგიურ მოლენბეკს დაუპირისპირდა და უგოლო ფრეს დასჯერდა.

მოედანზე იყო გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც კოჭის მცირე დაზიანება აწუხებდა, თუმცა მისი მოშუშება შეძლო. მატჩის შემდგომ კი ქართველმა ფორვარდმა ჩატარებული მატჩის გარდა თავის მომავალზე ისაუბრა:

“კარგად ვარ, ოდნავ კოჭი მაწუხებდა და მიხარია, რომ მოვირჩინე. დღეს მეტოქე ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდა, ისინი კარგად იყვნენ მომზადებულნი. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ჩვენი მოვალეობაა, მათ დავეხმაროთ. შესათამაშებლად ჯერ კიდევ ბევრი დრო გვაქვს, ჩემს გარშემო მყოფ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ბევრს ვესაუბრები.

კლუბის დატოვება არ წარმომიდგენია. ლიონთან კონტრაქტი 2028-წლამდე მაქვს. აქ იმისთვის მოვედი, რომ გოლები გავიტანო და ლიონს ტიტულების მოგებაში დავეხმარო”, – განაცხადა მიქაუტაძემ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები