გამოგვიწერეთ

მძლეოსნობა

ვიქტორ სანეევი – 80

გააზიარეთ

ზუსტად 20 წლის წინ თბილისს უკანასკნელად ეწვია ლეგენდარული ვიქტორ სანეევი. იმ დროს, უკვე  XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად აღიარებული ლეგენდარული მძლეოსანი სამშობლოში თავის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებაზე ჩამოვიდა, რომლის ორგანიზატორის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იყო.

3 ოქტომბერს, დიდებულ ვიქტორ სანეევს 80 წელი შეუსრულდებოდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით მისი ყოფილი საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფა გაიხსნა, ხოლო შემდეგ სეოკ-ის ოფისში ფოტოგამოფენა და გოგი თორაძის ფილმის – „სოხუმი-თბილისი-სიდნეის“ ჩვენება მოეწყო.

საქართველოს დედაქალაქს ეწვია ვიქტორ სანეევის მეუღლე იანა ხვარცკია, რომელიც ბოლოს თბილისში სწორედ მეუღლესთან ერთად ოცი წლის წინ იმყოფებოდა.

ვიქტორ სანეევი 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში დაიბადა. ლეგენდარული ქართველი მძლეოსანი სამმაგ ხტომაში მეხიკოში (1968), მიუნხენსა (1972) და მონრეალში (1976) მიჯრით სამჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ხოლო მოსკოვში ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ვიქტორ სანეევი 2022 წელს სიდნეიში გარდაიცვალა და იქვეა დაკრძალული.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად მძლეოსნობა