გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ზედიზედ მესამედ – კიტეიშვილი ავსტრიაში საუკეთესოა

გააზიარეთ

გრაცის შტურმის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთრლად დაასახელეს. 30 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ეს ზედიზედ მესამედ მოახერხა.

კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, ვინც ზედიზედ სამჯერ აღიარება მოახერხა. პირველი ასევე შტურმის ფეხბურთელი ივიცა ვასტიკი (1998-2000) იყო. ასევე სამჯერ, მაგრამ სხვადასხვა წლებში შტეფან ჰოფმანი (რაპიდი) დაასახელეს.

კიტეიშვილის საუკეთესოდ არჩევაში მონაწილეობა ბუნდესლიგის კლუბების პრეზიდენტებმა, მენეჯერებმა და მწვრთნელებმა მიიღეს.

აი, რას წერია ბუნდესლიგის ვებ-გვერდზე:

„ქართველი ფეხბურთელი, რომელიც შტურმში მერვე სეზონს ატარებს, გრაცელთა შეტევაში მთავარი ფიგურაა და კინგსტონ მუტანდვასთან ერთად 14 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს. კიტეიშვილი კუთვნილ ჯილდოს ბოლო ტურში, შტურმის საშინაო მატჩის დროს მიიღებს“.

ოთარ კიტეიშვილი:

„ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამედ ვიღებ, ჩემთვის წარმოუდგენელი პატივია. ამ ინდივიდუალური პრიზის მიღება კი შეუძლებელი იქნებოდა ჩემი თანაგუნდელებისა და ჩვენი სამწვრთნელო შტაბის მხარდაჭერის გარეშე.

ჩემთვის ეს ჯილდო კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ყველანი ერთად ვვითარდებით და მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დარჩენილ ორ ტურში მივაღწიოთ ჩვენს დიად მიზანს“.

რაც შეეხება შტურმს, რომელიც ბოლო ორი წლის ჩემპიონია, ტიტულის დასაცავად წინ გადამწყვეტი მატჩები ელის. ტურნირის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი და გუნდს 31 ქულა აქვს. ეს მეორე მაჩვენებელია. პირველზე 33 ქულით ლინცერია. შტურმი 10 მაისს ჰარტბერგს ესტუმრება, 17-ში კი, რაპიდს უმაპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები