გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მარტინ მოსნიეს აზრით ხვიჩა მსოფლიოში საუკეთესოა

გააზიარეთ

ევროსპორტის ფრანგი ჟურნალისტის, მარტინ მოსნიეს აზრით, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

აი, რას ამბობს მარტინ მოსნიე:

„სამწუხაროდ, საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იქნება. ხვიჩა კვარაცხელია, რომ დიდი საფეხბურთო ქვეყნის წარმომადგენელი იყოს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებდა, შესაძლოა „ოქროს ბურთის“ მთავარი ფავორიტიც ყოფილიყო. უფრო სწორად, იქნებოდა კიდეც მთავარი ფავორიტი. ის საუკეთესო ფეხბურთელია. სტივენ ჯერარდმა ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ ამ მომენტში კვარა მსოფლიოს საუკეთესო გარემარბია. თუმცა, ამ წინადადებაში სიტყვა გარემარბს საერთოდ ამოვიღებდი – სადღეისოდ, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. არ არსებობს ჩემპიონთა ლიგის მატჩი, სადაც ჩაიკარგება ან ვერ გამოჩნდება. რასაც ბოლო წელიწად-ნახევარია გვაჩვენებს, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო ექვს თვეში, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა. მისი მენტალიტეტი არის მებრძოლი, დაუღალავი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია გუნდის ინტერესების საკუთარ საჯარიმომდე ჩამოვიდეს. იბრძვის მოედნის ცენტრში, მეორე ბურთებისთვის, ართმევაზე. უნივერსალური და სრულყოფილი ფეხბურთელია“.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ლეგიონერები