გამოგვიწერეთ

MMA

თოფურიას შემდეგი მეტოქე გაირკვა? – დანა ვაითის განცხადება

გააზიარეთ

UFC 320-ის შემდეგ, რომელზეც მერაბ დვალიშვილმა თავისი ქამარი ზედიზედ მესამედ დაიცვა, დანა ვაითმა მედიის კითხვებს უპასუხა.

უკვე ჩატარებული ღონისძიების გარდა, რა თქმა უნდა, მედიას მომავალი ბრძოლებიც აინტერესებდა, ერთ-ერთი გაურკვეველი საკითხი კი ილია თოფურიას შემდეგი მეტოქეა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე თოფურიას შემდეგ მეტოქეზე უფრო ცხადი წარმოდგენა შეგვექმნა:

ჟურნალისტი – “დანა, შენ არმან ცარუკიანისა და დენ ჰუკერის ბრძოლა დაანონსე, იქნება თუ არა ამ ბრძოლაში მოგებული ქამრის პირველი პრეტენდენტი?”

დანა ვაითი – “დიახ, ამ ბრძოლაში გამარჯვებული ქამრის პირველი პრეტენდენტი გახდება”.

შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არმან ცარუკიანსა და დენ ჰუკერს შორის გამარჯვებული ილია თოფურიას შემდეგი მეტოქე იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად MMA