გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ის ურჩევნია მამულსა…

გააზიარეთ

კრიშტიანო რონალდუ პორტუგალიის 16 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს. ნუ გაოცდებით, ცხადია, რონალდუ უმცროსზე მოგახსენებთ, რომელიც მამის კვალს კი გაჰყვა, მაგრამ ჯერ ნაადრევია იმის მტკიცება კარიერაში კრიშტიანოსთან მიახლოებულ შედეგს თუ დადებს. ნიჭიერი რომ არის წყალი არ გაუვა, რადგან გვეეჭვება პორტუგალიაში მხოლოდ იმით ეხელმძღვანელათ და თუნდაც 16 წლამდე ნაკრებში გამოეძახათ, რომ რონალდუს ვაჟია.

მოკლედ, უმცროსი რონალდუ მონაწილეობას მიიღებს 16 წლამდე საერთაშორისო ტურნირში, რომელსაც ფედერაციის თასი ეწოდება და 30 ოქტომბრიდან სტარტს თურქეთში აიღებს. ტურნირში მასპინძელი თურქეთის და უკვე ნახსენები პორტუგალიის გარდა ინგლისის და უელსის გუნდები ითამაშებენ.

კრიშტიანო რონალდუ უმცროსი, რომელიც ჯერ 15 წლის არის ფეხბურთს ალ ნასრის სისტემაში ეუფლება, სადაც გეცოდინებათ მამამისი თამაშობს.

უმცროსმა რონალდუმ პორტუგალიის 15 წლამდე ნაკრებში თავი უკვე გამოიჩინა, როდესაც ვლატკო მარკოვიჩის საერთაშორისო ტურნირზე ფინალურ მატჩში ხორვატიას ორი გოლი გაუტანა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი