გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ნაკრებში სკამზე, კლუბში ძირითადში

გააზიარეთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის პარალელურად, იგივე ტურნირი რომ ახალგაზრულ გუნდებს შორისაც იმართება ფეხბურთის ქომაგთ არ ესწავლებათ. ჰოდა, ამ ეგიდით გამართულ დაპირისპირებაში ბელგიურმა უნიონ სან ჟილუაზმა ინტერს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ჩვენი ამ მატჩისადმი ინტერესი კი 18 წლის ქართველი მეკარის გიორგი ყავლაშვილის გამო იყო გამოწვეული. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კიპერმა გუნდი რამდენჯერმე გაშვებული გოლისგან კი გადაარჩინა, მაგრამ საბოლოო ჯამში მის კარის ბადეში მეტოქემ ბურთი ორჯერ მაინც გაახვია.

უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე სან ჟილუაზს სამი ტურის შემდეგ ამდენივე ქულა აქვს, მომდევნო მატჩს კი ბელგიური კლუბი მადრიდში ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, გიორგი ყავლაშვილი ბელგიაშია დაბადებული და გაზრდილი, ხოლო მისი სიმაღლე თითქმის ორი მეტრია. ის რამაზ სვანაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში ოქტომბრის მატჩებისთვის კი გამოიძახა, მაგრამ ამ ეტაპზე ოდენ სათადარიგო მეკარის სტატუსით.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ფეხბურთი