
რუსთავმა ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს უმასპინძლა. ერთმანეთის პირისპირ გასული სეზონის ჩემპიონი ბათუმი და თასის მფლობელი თსუ შეხვდნენ. უნივერსიტეტელებმა ტიტული წარმატებით დაიცვეს და ზღვისპირელებს 98:79 აჯობეს.
ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სწრაფი, ლამაზი და ორგანიზებული თამაშით, ზედმეტი პრობლემების გარეშე მიაღწია საწადელს და ახლახანს დაწყებული სეზონის პირველ ტიტულსაც დაეუფლა.
არადა, ფავორიტად ბათუმი მიიჩნეოდა, რადგან ზღვისპირელებს უკვე ჰქონდათ სერიოზული სათამაშო პრაქტიკა – ახლახანს FIBA-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშეს, სადაც შვეიცარიის ჩემპიონი დაამარცხეს, ხოლოს რუმინეთის ჩემპიონთან წააგეს და FIBA ევროპის თასზე გადაერთვნენ, სადაც ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 7 ოქტომბერს გამართავენ.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს: თანაბარი სადებიუტო ხუთი წუთის შემდეგ, სწრაფი გარღვევებისა და შორეული ტყორცნების წყალობით, თსუ-მ ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა. თბილისელებს პერიმეტრიდან თამაში განსაკუთრებულად წაუვიდათ –ლეგიონერებმა, ენდრიუ ობრაიენმა და დალას ჰოუელმა, 4-4 სამქულიანი ჩააგდეს. მეორე პერიოდში თსუ-ს უპირატესობამ 17 ქულას მიაღწია და ბათუმი მარცხის წინაშე დადგა.
დიდი შესვენების შემდეგ ზღვისპირელებმა თამაში ცოტათი გამართეს და ჩამორჩენა ხუთ ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ უნივერსიტეტელები არ აჰყვნენ მეტოქის რიტმს, დაცვა გაამაგრეს, მეტოქის იერიშები აღკვეთეს და სწრაფ შეტევებში გზა გაიხსნეს. პერიმეტრიდანაც სამიზნე ხელახლა გასწორდა და თსუ-მ მატჩი გამარჯვებამდე ისე მიიყვანა, რომ მოედანზე ვითარება აღარ დაძაბულა. საბოლოოდ, 19-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა და ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა სუპერთასი უდავოდ და დამსახურებულად მოიპოვა.
გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო ენდრიუ ობრაიენი, რომელმაც 23 ქულა მიითვალა; 18 ქულა დააგროვა დალას ჰოუელმა; ბათუმის შემადგენლობაში გამორჩეული გახლდათ ლარი ჰოუელი – 27 ქულა და 10 მოხსნა; 19 ქულა ჩაიწერა აქტივში გიორგი ოჩხიკიძემ.
მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სუპერთასის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) ენდრიუ ობრაიენი დასახელდა, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კობა კობიაშვილმა დააჯილდოვა. მთავარი ჯილდო – საქართველოს სუპერთასი, თსუ-ს კაპიტან ნიკა ჩეჩელაშვილს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა გადასცა.
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 1 საათის agoთსუ-მ საქართველოს სუპერთასი შეინარჩუნა
გააზიარეთრუსთავმა ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს უმასპინძლა. ერთმანეთის პირისპირ გასული სეზონის ჩემპიონი ბათუმი და თასის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ჭადრაკი
/ 3 საათის agoსაჭადრაკო ოლიმპიადა უმედლოდ დავასრულეთ
გააზიარეთსამარყანდში დასრულდა 46-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, რომლის ბოლო ნაწილი ქართველებისთვის კარგი ნამდვილად ვერ გამოდგა. საქართთველოს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 5 საათის agoრამაზ სვანაძე: ჩვენი მიზანი სტაბილურობაა
გააზიარეთ28 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები, UEFA-ს ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი