გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

“კვარას კარგად ვიცნობთ”, – ლაუტაროს კომენტარი ლიგის ფინალამდე

გააზიარეთ

დღეს მილანის ინტერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა იტალიური გუნდის კაპიტანმა ლაუტარო მარტინესმაც მიიღო.

ბევრ სხვა საინტერესო საკითხთან ერთად, არგენტინელმა ფორვარდმა ხვიჩა კვარაცხელიაზეც უპასუხა კითხვას:

“ხვიჩა დიდებული მოთამაშეა. მას კარგად ვიცნობთ, ნაპოლისთან ბევრჯერ გვითამაშია. ხვიჩა ძალიან ძლიერი შემტევია, სივრცეებს ბრწყინვალედ ითვისებს და ერთი-ერთზეც ძალიან სახიფათოა. შესაბამისად, მასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუმცა არა მხოლოდ მასთან – პსჟ-ს ასეთი რამდენიმე შემტევი ჰყავს.

კარგად უნდა მოვემზადოთ, დღეს ბოლო ვარჯიში გვქონდა და ბოლო დეტალები გავიარეთ, კარგად დავისვენებთ და ხვალინდელი მატჩისთვის მოვემზადებით.

ინტერში ბევრი მნიშვნელოვანი ტიტული მომიგია, არგენტინის ნაკრებში კოპა ამერიკა და მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე, თუმცა ჩემპიონთა ლიგაც ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და ვეცდებით, თასი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდეს იტალიაში”, – განაცხადა ლაუტარომ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები