
7 ივლისს, უმცროსი ბორჯღალოსნები საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავენ.
ვიტო კოლელიშვილის შეგირდები „ავჭალაზე“ ურუგვაის მეცხრე ადგილის ნახევარფინალის საგზურისთვის შეერკინებიან. ეს იქნება ჩვენი გუნდის ბოლო მატჩი თბილისში მიმდინარე ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ამის შემდეგ უმცროსი ბორჯღალოსნები ქუთაისში გადაინაცვლებენ და დარჩენილ ორ თამაშს „აია არენაზე“ გამართავენ, რადგან 9-16 ადგილების ფლეი ოფები სწორედ იქ გაიმართება.
შეგახსენებთ, თითოეული ჯგუფის მესამეადგილოსნები 9-12 ადგილების ნახევარფინალში (13 ივლისს), ხოლო ჯგუფის ბოლოადგილოსნები 13-16 ადგილების ნახევარფინალში (12 ივლისს) გადიან.
ორი ტურის შემდეგ საქართველო 2 ქულით ა ჯგუფში მესამე ადგილზეა, ურუგვაის კი, ქულა არ აქვს. სამხრეთ ამერიკელები პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკასთან 7:104, მეორეში კი უელსთან 0:47 დამარცხდნენ. საქართველო პირველ მატჩში უელსს მხოლოდ ქულით ჩამორჩა – 24:25 და ორი ბონუს ქულა აიღო (მცირე სხვაობის მარცხისთვის და ოთხი ლელოს გატანისთვის), ხოლო მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 5:33 წააგო.
„ჯუნიორ ბოკესთან“ მძიმე მატჩის შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში შვიდი ცვლილებაა – ორი ხაზში და ხუთი შერკინებაში.
განვლილი შეხვედრის შემდეგ, მორკინალებიდან დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს გუნდის კაპიტანმა, მესამეხაზელმა ლუკა ნარსიამ, ასევე მესამეხაზელმა მიხეილ შიოშვილმა და მეორეხაზელმა გიორგი მეფარიშვილმა. აფრიკელებთან მარქაფიდან ითამაშეს და ახლა დამწყებთა შორის არიან ბურჯი ნიკოლოზ ბალანჩივაძე, კვაჭი დავით არჩვაძე, მეორეხაზელი ანდრია ბილანიშვილი და მესამეხაზელი ირაკლი ყოლბაია, ხოლო მარჯვენა ბურჯი გაბრიელ რაზმაძე, განაცხადში უელსთან მატჩის შემდეგ ბრუნდება.
ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველ მატჩს ატარებს ფრთა საბა ნატროშვილი, ხოლო ჰავბეკად თემურ ძოძუაშვილი ბრუნდება. მოედანზე ამჯერადაც პირველივე წუთებიდან გავლენ მგეზავი მათე მახარაძე, ცენტრები დავით ბარბაქაძე და დათა ახვლედიანი, ფრთა ლუკა ტაბატაძე და ფულბეკი ნიკოლოზ ხალვაში. ტურნირის ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ მათე მახარაძე, ლუკა ტაბატაძე, ნიკოლოზ ხალვაში და დავით ბარბაქაძე.
წინა თამაშის შემდეგ მარქაფაში გადაინაცვლეს კვაჭმა გიორგი აღნიაშვილმა და მეორეხაზელმა ნიკოლოზ ჩხორთოლიამ. კვლავ შეცვლაზე არიან ბურჯი საბა ნოზაძე და ხაზის მოთამაშეები – დათა არობელიძე და დემეტრე დევდარიანი. განაცხადში დაბრუნდნენ ბურჯი გიორგი ტურაშვილი, რომელიც უელსთან დამწყებთა შორის იყო და მესამეხაზელი გიორგი არძენაძე, ხოლო ჰავბექი გიორგი ხონელიძე ახალგაზრდული ჩემპიონატის 23-კაციან განაცხადში პირველადაა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: ნიკოლოზ ხალვაში, ლუკა ტაბატაძე, დათა ახვლედიანი, დავით ბარბაქაძე, საბა ნატროშვილი, მათე მახარაძე, თემურ ძოძუაშვილი;
შერკინება: ნიკოლოზ ბალანჩივაძე, დავით არჩვაძე, გაბრიელ რაზმაძე, გიორგი მეფარიშვილი, ანდრია ბილანიშვილი, ირაკლი ყოლბაია, ლუკა ნარსია, მიხეილ შიოშვილი;
მარქაფა: გიორგი აღნიაშვილი, გიორგი ტურაშვილი, საბა ნოზაძე, ნიკოლოზ ჩხორთოლია, გიორგი არძენაძე; გიორგი ხონელიძე, დემეტრე დევდარიანი, დათა არობელიძე.
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 2 საათის agoდალასმა ალდამა ესპანეთის ნაკრებში არ გამოუშვა
გააზიარეთ2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ჯგუფში ესპანეთიც არის. თუმცა, მათთან თამაში არ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 2 საათის agoგიორგი წიტაიშვილი: Vamos Rayo!
გააზიარეთ20 აგვისტოს ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტური იწყება. საქმეში პირველები რაიო და ალავესი ჩაერთვებიან. დღესვე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 6 საათის agoლიბანს ლიდერების გარეშე და დახურულად ვაჯობეთ
გააზიარეთ2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებული საკვალიფიკაციო მატჩების წინ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დახურული ტესტ-მატჩი გამართა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი