გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

კორღალიძე: “გუნდი ძალას იპოვის, რომ ჩემპიონატში კარგად იასპარეზოს”

გააზიარეთ

იბერია 1999 კონფერენს ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაემშვიდობა. მიუხედავად იმისა, რომ განმეორებითი შეხვედრა ესტონურ ლევადიასთან ფრედ – 2:2 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში ქართული გუნდი ტურნირს გამოეთიშა.

მატჩის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და წარუმატებლობის მიზეზებზეც ისაუბრა:

“ამ წუთას, ემოციურად ძალიან რთულია ბევრი რამის თქმა. პირველი ტაიმიდანვე თვალში საცემი იყო, რომ საგოლე მომენტების გამოყენებას გვიჭირდა. ბევრი მიმართულებით გვაქვს სამუშაო.

ბოლო ეპიზოდზეც უნდა ვთქვა,.როცა ვრბანეცი მეკარესთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა და დარტყმა არ სცადა – ესეც პრობლემის ნაწილია, როცა ფეხბურთელი არასწორ გადაწყვეტილებას იღებს.

სამწუხაროდ, შედეგს ვეღარ შევცვლით. ახლა რთულია იმის თქმა, როგორ იმოქმედებს ეს მარცხი ჩემპიონატში ჩვენს გამოსვლაზე, თუმცა მჯერა, რომ ამ გუნდს ექნება შანსი, ძალები მოიკრიბოს და ეროვნულ ლიგაში ღირსეულად იასპარეზოს”.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ევროტურნირები