
H ჯგუფის მეორე ტურში შეხვედრა ჩაატარა ესპანეთის ნაკრებმა საუდის არაბეთი 4:0 დაამარცხა და მიმდინარე მუნდიალზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
პირველ ტურში კაბო ვერდესთან (0:0) მოულოდნელად დაკარგული ქულების შემდეგ ესპანელთა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ შემადგენლობაში მნიშვნელოვნად შეცვალა და ეს არამარტო შედეგზე, არამედ თამაშის ხარისხზეც აისახა.
მე-10 წუთზე ანგარიში ლამინ იამალმა გახსნა, ვინაც მიკელ ოიარსაბალის ჩინებული პასი გამოიყენა. თავად იორსაბალი დრო 21-ე და 24-ე წუთებზე დადგა და მიკელმაც სამ წუთში დუბლი გაიფორმა.
შესვენების შემდეგ ესპანელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს – მარკ კუკურელიას დარტყმული ბურთი ჯერ მეკარემ მოიგერია, მაგრამ მიდგან გამოვარდნილი სფერო ტამბაჰტის მოხვდა და კარში შევარდა.
ამავე ჯგუფში პირველ ტურში ყველაზე ხმაურიანი სენსაციის ავტორმა კაბო ვერდემ არც ურუგვაისთან წააგო და 2:2 ეთამაშა.
აფრიკელები 21-ე წუთზე ლენინის შორეული საჯარიმო დარტყმით დაწინაურდნენ; თუმცა, ურუგვაიელებმა მოახხერხეს და პირველივე ტაიმში ორჯერ შეაგდეს: ჯერ არაუხომ თავურით დარტყმით, შემდეგ კი, მისი პასით კანობიომ…
კაბო ვერდე არ გატყდა და 61-ე წუთზე ვარელამ ურუგვაელ მცველებსა და მეკარეს შეუთანხმებელი თამაში არ აპატია და 2:2.
ესპანეთს 4 ქულა აქვს; ურუგვაისა და კაბო ვერდეს 2-2; საუდის არაბეთი 1 ქულით მეოთხეა.
ბოლო ტურში ესპანეთი ურუგვაის ეთამაშება, ხოლო კაბო ვერდე და საუდის არაბეთი ურთიერთობას ერთმანეთში გაარკვევენ.
G ჯგუფში ეგვიპტემ 3:1 დაამარცხა ახალი ზელანდია და ჯგუფში გალიდერდა.
არადა, კუნძულელებმა უკეთ დაიწყეს და პირველი ტაიმი სარმანმა გოლით მოიგეს. აი, შესვენების შემდეგ კი, აფრიკელების დრო დადგა და მეორე ტაიმის შუაში უკვე იგებდა: 58-ე წუთზე ზიკომ თავურით ანგარიში გაათანაბრა; 67-ე წუთზე ზიკომ მოჰამედ სალაჰს გაატანინა, ვინაც თანაგუნდელები დააწინაურა; 82-ე წუთზე კი, ასისტენტად უკვე თავად სასლაჰი მოგვევლინა, შეცვლაზე შესულმა ტრეზეგემ კი ყველაფერს წერტილი დაუსვა – 3:1.
ბელგიისა და ირანის ნაკრებების შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 0:0.
მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გასულა, სულაც არ იყო მოსაწყენი თამაში. მეტიც, ორივე გუნდის მეკარემ ბრწყინვალედ ითამაშა – ტიბო კურტუაც და ალრეზა ბერანვანდიც მაგრამ იდგნენ.
ბერანვანდი სულაც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ეგვიპტეს 4 ქულა აქვს; ბელგიასა და ირანს 2-2; ახალი ზელანდია 1 ქულით მეოთხე ადგილზეა.
ბოლო ტურში ახალი ზელანდია ბელგიას ეთამაშება, ხოლო ეგვიპტე – ირანს.
იხილე მეტი
-
სანაკრებო ტურნირები
/ 2 საათის agoლენინის, ზიკოსა და ტრეზეგეს გოლები მუნდიალზე
გააზიარეთH ჯგუფის მეორე ტურში შეხვედრა ჩაატარა ესპანეთის ნაკრებმა საუდის არაბეთი 4:0 დაამარცხა და მიმდინარე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 15 საათის agoარსენალმა ბართიშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო
გააზიარეთBBC-ის ინფორმაციით, ლონდონის არსენალი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევის, ანდრია ბართიშვილის გადაბირებას აპირებს. აი, რას...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 15 საათის agoსაქართველო შეკრებას ლატვიაში დაასრულებს
გააზიარეთსაქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადების პირველი, თბილისური ეტაპი დაასრულა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი