
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა მასპინძელმა, მექსიკამ A ჯგუფის მეორე ტურში სამხრეთ კორეის ნაკრები 1:0 დაამარცხა და ფლეი ოფის საგზური ოფიციალურად გაინაღდა.
ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე გავიდა – ლუის ლომომ აზიელთა მეკარის შეცდომით ისარგებლა, გუნდს კი, გამარჯვება და ფლეი ოფი მოუტანა.
ამავე ჯგუფში ჩეხეთისა და სამხრეთ აფრიკის მატჩი 1:1 დასრულდა.
ჩეხებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს: მეექვსე წუთზე ევროპელები სადილეკმა დააწინაურა. ამის შემდეგ ჩეხეთის ნაკრებს კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ რეალიზება ვერ მოახერხა და დაისაჯა – სამხრეთ აფრიკამ ანგარიში 83-ე წუთზე მოკოენას ზუსტად შესრულებული პენალტით გაათანაბრა.
ორი ტურის შემდეგ მექსიკის ნაკრებს ექვსი ქულა აქვს და ჯგუფში გარანტირებულად პირველ ადგილს დაიკავებს. ბოლო ტურის წინ სამი ქულა აქვს სამხრეთ კორეას და მეორე ადგილზეა. ერთქულიანი ჩეხეთი მესამე ადგილს იკავებს, ხოლო ამდენივე ქულის მქონე სამხრეთ აფრიკა ბოლოა.
25 ივნისი ჩეხეთი მექსიკას ეთამაშება, ხოლო სამხრეთ კორეა სამხრეთ აფრიკას გაეჯიბრება.
B ჯგუფში კიდევ ერთმა მასპინძელმა კანადის ნაკრებმა მუნდიალების ისტორიაში პირველი მატჩი მოიგო – კატარი 6:0 დაამარცხა.
პირველი ტაიმი კანადელებმა 3:0 მოიგეს – დუბლი ჯონათან დევიდმა შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ლარინის ანგარიშზეა; მეორე გოლის შემდეგ კატარელებს ალ ამინი გაუძევეს და მატჩის ბედი უკვე ნათელი იყო; მეორე ტაიმის დასაწყისში კი, მოედანი მადიბომაც დატოვა და კატარი ცხრა ფეხბურთელის ამარა დარჩა. 64-ე წუთზე სალიბამ სხვაობა ოთხბურთიანი გახადა, რასაც ალ მანაის ავტოგოლი და დევიდის მორიგი გოლი მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ ჯონათან დევიდის ჰეთ თრიქი მიმდინარე მუნდიალზეა მეორეა – ერთ თამაშში სამი გოლი პირველმა ლიონელ მესიმ ალჟირთან გაიტანა.
ამ ჯგუფის მეორე მატჩში შვეიცარიის ნაკრებმა ბოსნია და ჰერცეგოვინა დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ შვეიცარიამ ანგარიში მეორე ნახევარში, 74-ე წუთზე გახსნა, თავი მანზამბიმ გამოიჩინა. ვარგასმა უპირატესობა გაზარდა, მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში ბოსნია-ჰერცეგოვინის კარში კიდევ ორი გოლი გავიდა – მანზამბიმ დუბლი შეასრულა, ხოლო ჯაკამ პენალტი გამოიყენა. პრესტიჟის გოლი მაჰმიჩის ანგარიშზეა.
ორი ტურის შემდეგ ჯგუფში ოთხი ქულით პირველ ადგილზე კანადის ნაკრებია; ასევე ოთხი ქულა აქვს შვეიცარიას; მესამეა ბოსნია და ჰერცეგოვინა (1 ქულა), ხოლო მეოთხე – კატარი (1 ქულა).
24 ივნისი, შვეიცარია და კანადა პირველადგილოსნის ბედს გადაწყვეტს, ხოლო ბოსნია და კატარი ფლეი ოფში გასვლას შეეცდებიან.
იხილე მეტი
-
ძიუდო
/ 2 საათის agoულან-ბატორის გრანდ სლემი უმედლოდ დავიწყეთ
გააზიარეთმონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში დაიწყო ძიუდოისტთა გრანდ სლემი. აღსანიშნავია, რომ ტურნირი ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
სანაკრებო ტურნირები
/ 3 საათის agoმექსიკა ფლეი ოფშია, დევიდმა ჰეთ თრიკი შეასრულა
გააზიარეთ2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა მასპინძელმა, მექსიკამ A ჯგუფის მეორე ტურში სამხრეთ კორეის ნაკრები...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 3 საათის agoსაქართველო მსოფლიო თასისთვის დაირაზმა
გააზიარეთუმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის 30-კაციანი სატურნირო რაზმი დაასახელა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი