გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ტორპედო აზერბაიჯანში უშანსოდ დამარცხდა

გააზიარეთ

ქართული კლუბებისთვის ევროსეზონი დაიწყო და კონფერენს ლიგაში პირველი ქუთაისის ტორპედო ჩაერთო. სამწუხაროდ, რიონისპირული გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში აზერბაიჯანულ ზირასთან სტუმრად 0:3 დამარცხდა.

მარცხიც არის და მარცხიც. მთელი თამაშის მანძილზე იგრძნობოდა, რომ ტორპედო წასაგებად განწირული იყო. დირკ შუსტერის გუნდს არც შეტევაში გამოსდიოდა არაფერი და დაცვაშიც ვერ ივარგა. ეგ კი არა, რომ არა ოთო გოშაძის კარგი თამაში, ანგარიში ალბათ უფრო დიდი იქნებოდა.

პირველი ტაიმი და მეორეს ნახევარზე მეტი კატასტროფულად ცუდი იყო. სტატისტიკაში თუ რამე გამოსწორდა, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ანგარიში უკვე 3:0 იყო.

პირველი გოლი სტანდარტულიდან გავუშვით. მცველებმა ვერ იყოჩაღეს, სამაგიეროდ, ზირას ცენტრალურმა მცველმა რენატომ მარტივად დაარტყა თავით და შეაგდო.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებში ნათამაშებმა დავით ვოლკოვმა გაგვიტანა, ხოლო ბოლო წერტილი ისევ რენატომ დასვა – ამჯერად პენატით.

საპასუხო მატჩი 16 ივლისს ქუთაისში გაიმართება, მაგრამ რამე განსაკურთებულის იმედი არ უნდა გვქონდეს…

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები