გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სტრატეგია შეიცვალა – როგორ აპირებს ვალენსია ჩაკვეტაძის დამატებას

გააზიარეთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებისას გიორგი ჩაკვეტაძის ვალენსიაში ტრანსფერი აქტუალური საკითხი იყო, თუმცა ბოლო კვირებში აღნიშნული მითქმა-მოთქმა შეწყდა.

ამას ერთი მთავარი მიზეზი განაპირობებდა – უოტფორდს ჩაკვეტაძის შენარჩუნება სურს და გიორგიმაც განაცხადა, რომ ინგლისში ბედნიერია, თუმცა, არაა გამორიცხული, ეს სიტუაცია მალევე შეიცვალოს.

საქმე ისაა, რომ ბელგიელი ჟურნალისტის, საშა ტავოლიერის ინფორმაციით, ვალენსია ქართველი ფეხბურთელის ყიდვით კვლავ დაინტერესებულია. თუ აქამდე ღამურებს ჩაკვეტაძის დამატება იჯარის წესით სურდათ, ახლა მზად არიან, გიორგი სრულფასოვანი ტრანსფერით დაიმატონ და ამის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ.

როგორც წყარო იტყობინება, ვალენსია ჩაკვეტაძის პირადი კონტრაქტის დეტალებზე დათანხმებას უპრობლემოდ შეძლებს, მთავარი სირთულე კი უოტფორდის დაყოლიებაა.

ვალენსია ჩაკვეტაძეს ანდრე ალმეიდას შემცვლელად განიხილავს, რომელიც, დიდი ალბათობით, ესპანურ გუნდს ზაფხულში დატოვებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები