გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძის გოლი ბერნაბეუზე საკმარისი არ აღმოჩნდა

გააზიარეთ

გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალში ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს.

ლა ლიგის მე-8 ტურში ვილიარეალი სტუმრად მადრიდის რეალს დაუპირისპირდა. მასპინძლებმა შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშით, 3-1 მოიგეს, ყვითელი წყალქვეშა ნავიდან კი ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

რეალმა უპირატესობა ვინისიუს ჯუნიორის დუბლით გაიმყარა, მიქაუტაძემ კი 73-ე წუთზე პეპე გუიაიეს ასისტით სხვაობა შეამცირა. სამწუხაროდ, ვილიარეალმა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო, რასაც კილიან მბაპეს დამაგვრგვინებელი გოლი მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძეს მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან არ დაუწყია. ის მოედანზე მეორე ტაიმში შემოვიდა მოლეიროს ნაცვლად. სოფასქორის მიხედვით, ქართველი ფორვარდის შეფასება 7.5 იყო, რაც თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები