გამოგვიწერეთ

ჭადრაკი

მერვედფინალს ორი ქართველი შემორჩა

გააზიარეთ

ბათუმში მიმდინარე მოჭდრაკე ქალთა მსოფლიო თასის მერვედფინალში ორი ქართველი გავიდა – ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი.

ჯავახიშვილმა რუსი პოლინა შუვალოვა კლასიკურ პატიებში 1,5:0,5 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე ჩინელ სონგ იუქსინს გაეჯიბრება.

მძიმე ბრძოლა გადაიტანა ძაგნიძემ, რომელმაც კიდევ ერთი რუსს, ვალენტინა გუნინას 4:2 მოუგო: კლასიკური პარტიებში ნანა უპირატესობას ფლობდა, მაგრამ უხეში შეცდომა დაუშვა და მეტოქეს გათანაბრების საშუალება მისცა; მოჭადრაკეებმა ქულები გაცვალეს სწრაფ პარტიებშიც; აი, ბლიცში ჩვენებურმა ორივე პარტია მოიგო.

შანსი იყო მერვედინალში ძაგნიძის მეტოქე ბელა ხოტენაშვილი ყოფილიყო, მაგრამ ქართველმა დიდოსტატმა მარია მუზიჩუკთან (0:2) წააგო და ახლა ძაგნიძეს მეტოქე სწორედ უკრაინელი იქნება.

დამარცხდა მერი არაბიძეც, რომელმაც შვეიცარიელ ალექსანდრა კოსტენიუკთან კლასიკური პარტიების ყაიმით დასრულების შემდეგ, სწრაფ პატიებში წააგო – 1,5:2,5.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ჭადრაკი