გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

მოსალოდნელი ფინალი – მოქმედი და პირველი

გააზიარეთ

2017 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ის უიმბლდონის ფინალში არ ითამაშებს. სამეფო სპორტის მოყვარულები მიხვდებოდნენ, რომ საუბარი ნოვაკ ჯოკოვიჩზეა. 38 წლის ვეტერანი სერბისთვის ის ერთგვარად უხერხულ და გადაულახავ მეტოქედ იქცა. თითქოს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ალბათ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ნოლეს მისი კომპლექსი ჩამოუყალიბდა.

უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე შეკრებილი მაყურებელი და ტელეეკრანებთან მსხდომი მილიონობით ქომაგი დაძაბული და თვალსასეირო დაპირისპირების მოლოდინში ხელებს კი იფშვნეტდნენ, აფიშაც მეტად შთამბეჭდავი გახლდათ, თუმცა ყველაფერი მარტივად სამ სეტში დასრულდა. იანიკ სინერმა ნოვაკ ჯოკოვიჩს ის მასტერკლასი ჩაუტარა, რასაც თავად სერბი ახლო წარსულში წლების მანძილზე და ხანდახან ახლაც თავად მიმართავდა. აბა სხვაგვარად 24 მეიჯორს ხომ ვერ შესწვდებოდა.

მოკლედ, იტალიელმაჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩს 6:3, 6:3, 6:4 აჯობა, უიმბლდონის ფინალშიც დამსახურებულად გავიდა და ერთი საინტერესო რეკორდიც დაამყარა. 23 წლის სინერი გახდა ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც დიდი სლემის ტურნირებზე ფინალში გასვლა მიჯრით ოთხჯერ შეძლო. ამ მაჩვენებლით მან როჯერ ფედერერს, რაფაელ ნადალს და ანდრე აგასის გადაუსწრო.

უიმბლდონის ფინალში კი მისი მეტოქე კარლოს ალკარასი იქნება. განსხვავებით სინერისგან, რომლისთვისაც ეს პირველი უიმბლდონური ფინალი იქნება, ესპანელი მეჩოგნე საერთოდაც მოქმედი ჩემპიონია და ცხადა ტიტულის დაცვისთვის მაქსიმუმ გაიღებს. ალკარასმა ტეილორ ფრიცს – 6:4, 5:7, 6:3, 7:6 აჯობა და 2008 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ერთ სეზონში როლან გაროსის და უიმბლდონის ფინალებში ერთი და იგივე ჩოგბურთელები რომ ითამაშებენ.

კარლოს ალკარასის და იანიკ სინერის ფინალური დაირისპირება 13 ივლისს გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი