გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

სენსაციების გარეშე – აფიშა შთამბეჭდავია

გააზიარეთ

102-ე მოგებული მატჩი და მეთერთმეტედ ფინალთან ერთ ნაბიჯში. ასეთია დიდებული ნოვაკ ჯოკოვიჩის სტატისტიკა კონკრეტულად უიმბლდონზე, თორემ ისე რომ სერბ ჩოგბურთელს 24 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული სამეფო სპორტის მოყვარულთ წესით შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეთ.

38 წლის ნოლემ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ფლავიო კობოლის აჯობა, თუმცა მატჩის დასაწყისი მას კარგს არაფერს უქადდა. იტალიელი ჩოგბურთელი მოწოდების სიმაღლეზე იყო და კორტზეც არაჩვეულებრივად ირჯებოდა, რამაც პირველი სეტი ტაიბრეიქზე მოაგებინა. შემდეგ კი უკვე საქმეში ნოვაკის გამოცდილება, ოსტატობა, ფსიქოლოგიური მდგრადობა თუ ფიზიკური გამძლეობა ჩაერთო და სერბმაც მიჯრით სამი პარტია – 6:2, 7:5, 6:4 მოიგო. ახალგაზრდა იტალიელი ჩოგბურთელი კი, რომელიც მომავალი კვირიდან რეიტინგში ოცეულის კარსაც შეაღებს მხოლოდ შექებას იმსახურებს.

რაც შეეხება ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქეს ნახევარფინალში, ის რეიტინგის ლიდერი იანიკ სინერი იქნება. იტალიელმა ჩოგბურთელმა ამერიკელი ვიზავი ბენ შელტონი უპრობლემოდ სამ პარტიაში დაამარცხა და რაფაელ ნადალის შემდეგ გახდა ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც ოთხივე დიდი სლემის ტურნირებზე ზედიზედ მოახერხა საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა.

მოკლედ, მამაკაცთა შორის უიმბლდონის ნახევარფინალური აფიშა მართლაც რომ თვალისმომჭრელია. კარლოს ალკარასი ტეილორ ფრიცის, ხოლო ნოვაკ ჯოკოვიჩი იანიკ სინერის პირისპირ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ჩოგბურთი