გამოგვიწერეთ

ჭადრაკი

მსოფლიო თასზე ნანა ძაგნიძე შემოგვრჩა

გააზიარეთ

ბათუმში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიო თასი გადამწყვეტ ფაზაში შედის. დღეს მერვედფინალური წყვილების მეორე სათამაშო დღე იყო. სამწუხაროდ, ტურნირზე დარჩენილი ქართველების რაოდენობა განახევრდა და ტიტულისთვის ბრძოლას მხოლოდ ნანა ძაგნიძე აგრძელებს.

ძაგნიძის მეტოქე მერვედფინალში უკრაინელი მარია მუზიჩუკი იყო. პირველი პარტია ყაიმით დასრულდა, დღეს კი ჩვენებურმა მეტოქე თეთრი ფიგურებით დაამარცხა და მეოთხედფინალში ინდოელ ჰარიკა დრონოვალს შეხვდება.

ლელა ჯავახიშვილს ჩინელ სონ იუქსინთან პირველი პარტია შავებით ჰქონდა წაგებული და რევანშის აღებას თეთრებით შეეცადა. თუმცა, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და მოჭადრაკეები ყაიმზე შეთანხმდნენ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ჩინელის ინიციატივა იყო, რომელსაც მეორეშიც მოსაგები პოზიცია ჰქონდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ჭადრაკი