გამოგვიწერეთ

ჭადრაკი

ნანას ყაიმი, ლელას მარცხი

გააზიარეთ

ბათუმში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიო თასი გადამწყვეტ ფაზაში შედის. დღეს გაიმართა მერვედფინალური დაპირისპირებების პირველი პარტიები.

მეოთხედფინალში გასასვლელად ორი ქართველი ბრძვის, აქედან ერთის შანსი შედარებით ნაკლებია.

ლელა ჯავახიშვილი შავი ფიგურებით ჩინელ სონგ იუქსინს ეთამაშა და დამარცხდა. ჩვენებურმა რამდენიმე უმნიშვნელო შეცდომა დაუშვა, რამაც თავი ბოლოს ერთიანად იჩინა და 47-ე სვლაზე მეტოქეს დანებდა.

შავი ფიგურებით ითამაშა ნანა ძაგნიძემაც, რომლის მეტოქეც უკრაინელი მარია მუზიჩუკი იყო. მეტოქეები 54-ე სვლაზე ყაიმზე შეთანხმდნენ.

წყვილები ხვალ მეორე პარტიებს ითამაშებენ და თეთრებით უკვე ქართველი მოჭადრაკეები იქნებიან.

სხვა პარტიები ასე დასრულდა: ლი ტინჟიე-უმიდა ომონოვა 1:0; დივია დეშმუხი-ჟუ ჟინერი 1:0; თან ჟუნი-იულია ოსმაკი 1:0; ალექსანდრა კოსტენიუკი-კონერუ ჰამპი 0,5:0,5; კატერინა ლაჰნო-ჰარიკა დრონოვალი 0,5:0,5; ვაიშალ რამეშბაბუ-მერუერტ კამალიდენოვა 0,5:0,5.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ჭადრაკი