
მსოფლიო ჩემპიონატზე დასრულდა ჯგუფური ეტაპის პირველი წრის მატჩები.
K ჯგუფში კიდევ ერთმა ფავორიტმა ვერ მოიგო – პორტუგალიამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 1:1 ითამაშა.
არადა, მატჩის დასაწყისი სულ სხვა სურათს გვპირდებოდა – მე-6 წუთზე ჟოაო ნევეშმა ანგარიში გახსნა. პორტუგალიელები შემდეგაც უტევდნენ, მაგრამ აფრიკელები თავს ორგანიზებულად იცავდნენ, კონტრშეტევაზე კი, საკუთარ შანსს ელოდნენ და მიიღეს კიდეც – ტაიმის ბოლო წუთზე იოან ვისამ ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, კონგოელებმა დამსახურებული ქულა ჩაიწერეს.
პორტუგალიას ნუგეშად ის დარჩა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ლეო მესისთან ერთად, მეორე ფეხბურთელია, რომელსაც ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები.
ამავე ჯგუფში მეორე მატჩი კოლუმბიასა და ტურნირის დებიუტანტ უზბეკეთს შორის გაიმართა და სამხრეთამერიკელებმა 3:1 მოიგეს.
პირველ ტაიმში კოლუმბიამ დანიელ მუნიოსის გოლით მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმში ფაიზულაევმა უზბეკეთის ისტორიაში მსოფლიო თასზე პირველი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა; ამის შემდეგ გოლები კოლუმბიელებს გაჰქონდათ: ლუის დიასმა 65-ე წუთზე გუნდს უპირატესობა მოუპოვა, ხოლო კამპასმა საბოლოო წერტილი დასვა.
K ჯგუფს კოლუმბიაა სამი ქულით ლიდერობს; თითო ქულა აქვთ პორტუგალიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას; უზბეკეთი უქულოდ არის.
მეორე ტურში პორტუგალია უზბეკეთს ეთამაშება, ხოლო კოლუმბია – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკას.
L ჯგუფში წრის მთავარი მატჩი გაიმართა – ინგლისი ხორვატიას დაუპირისპირდა. ფავორიტთა სტატუსი თამაშითაც გამართლდა. ვნახეთ ბლომად გოლი და მოგებული ინგლისი – 4:2.
ინგლისის ნაკრები სწრაფად დაწინაურდა – მე-12 წუთზე ჰარი კეინმა პენალტი გაიტანა; ხორვატიამ 36-ე წუთზე ბატურინას გოლით გაათანაბრა; თუმცა, 42-ე წუთზე იმავე კეინმა რაისის მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი კარგად დაუხვედრა და დუბლი შეასრულა.
კეინს მსოფლიო ჩემპიონატებზე 10 გოლი მოუგროვდა და ინგლისის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირს, გარი ლინეკერს გაუთანაბრდა.
ხორვატია ისევ მოახერხა გატანა – მუსამ ანგარიში მეორედ გაათანაბრა.
ბრიტანელები მეორე ტაიმში უფრო მოტივირებულები გამოვიდნენ: 47-ე წუთზე ბელინგემმა თანაგუნდელები მესამედ დააწინაურა; ხორვატებმა გათანაბრება ვეღარ მოახერხეს. მეტიც, 85-ე წუთზე მარკუს რეშფორდმა ერთიც გაიტანა და ინგლისმა 4:2 გაიმარჯვა.
ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს განისა და პანამის ნაკრებები შეხვდნენ, რომელშიც განის ნაკრებმა მეტოქე მინიმაური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
უფრო აქტიურად პანამელები გამოიყურებოდნენ, მაგრამ ანგარიში ბოლო წუთამდე არ გახსნილა.
გამარჯვების გოლი განამ 90+5-ე წუთზე გაიტანა – აფრიკელების სწრაფი კონტრშეტევა კალებ იერენკიმ დაასრულა.
პირველი ტურის შემდეგ L ჯგუფს სათავეში 3-3 ქულით ინგლისისა და განის ნაკრებები ჩაუდგნენ; ხორვატია და პანამა უქულოდ არიან.
მეორე ტურში ინგლისი განას შეხვდება, ხოლო ხორვატია – პანამას.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 17 საათის agoფუტსალის ნაკრებს იტალია და კოსოვო ერგო
გააზიარეთ19 ივნისს, ნიონში, 2028 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის წილისყრა გაიმართა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ძიუდო
/ 19 საათის agoულან-ბატორის გრანდ სლემი უმედლოდ დავიწყეთ
გააზიარეთმონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში დაიწყო ძიუდოისტთა გრანდ სლემი. აღსანიშნავია, რომ ტურნირი ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
სანაკრებო ტურნირები
/ 20 საათის agoმექსიკა ფლეი ოფშია, დევიდმა ჰეთ თრიკი შეასრულა
გააზიარეთ2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა მასპინძელმა, მექსიკამ A ჯგუფის მეორე ტურში სამხრეთ კორეის ნაკრები...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი