ერთმა თუ როგორც იქნა ნავსი გატეხა და ფინალში გააღწია, მეორესთვის ეს უკვე ნაცნობი გრძნობაა. საფრანგეთის ღია პირვლობაზე ვსაუბრობთ, სადაც უკვე ქალთა ერთეულთა თანრიგში ფინალისტები გამოვლინდნენ.
ბულონის ტყეში დანავსული პერიოდი კი არინა საბალენკამ გადალახა. ბელარუსი ჩოგბურთელი, რომელსაც მეიჯორები დღემდე სამჯერ მოუგია როლან გაროსზე ფინალში გასვლას ვერა და ვერ ახერხებდა, ამჯერად კი ეს სწორედ აღნიშნული დიდი სლემის ოთხგზის ტრიუმფატორის პოლონელი იგა სვიონტეკის ძლევით შეძლო. ნახევარფინალში ერთმანეთს სწორედ ეს ორი ჩოგბურთელი დაუპირისპირდა და მატჩიც ისეთი გამოდგა თქვენი მოწონებული.
აქამდე გამართული ურთიერთშეხვედრებიდან უპირატესობას სვიონტეკი ფლობდა (8:4). უფრო მეტიც, პოლონელს ბელარუსი გრუნტზე ხუთჯერ ჰყავდა დამარცხებული, მაგრამ ამჯერად ეს ვეღარ შეძლო. რეიტინგის პირველმა ნომერმა საბალენკამ მეტოქეს დაძაბულ სამ სეტიან თრილერში – 6:7, 6:4, 6:0 აჯობა. მატჩის ხანგრძლივობა 2 საათი და 22 წუთი გახლდათ.
იგა სვიონტეკს როლან გაროსზე მიჯრით 27 მატჩი ჰქონდა მოგებული და შარშანდელი ჩემპიონიც გახლდათ. რაც შეეხება არინა საბალენკას, მან მიმდინარე სეზონში უკვე მე-40 მატჩი მოიგო, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ როლან გაროსის ფინალშიც პირველად გავიდა და სერენა უილიამსის მიღწევა გაიმეორა – დიდი სლემების ფინალში ზედიზედ სამჯერ გააღწია.
თუ საბალენკა-სვიოტეკის წყვილში გამარჯვებულის წინასწარ დასახელება რთული იყო, მეორე ნახევარფინალზე ამას ვერ ვიტყოდით. მიმდინარე როლან გაროსის გათამაშების უდავო აღმოჩენა ლოის ბუასონი, რომელიც რეიტინგის 361 ნომერია, ამერიკელ კორი გაუფს დაუპირისპირდა. გაუფს 2022 წელს პარიზში ფინალი უკვე ეთამაშა და იქ იგა სვიონტეკთან ვერაფერს გახდა. ამ მატჩზე სათქმელი ბევრი არაფერია, 21 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა ბუასონის ზღაპარი საათსა და 12 წუთში დაასრულა – 6:1, 6:2.
ამრიგად, როლან გარორის ფინალში ერთმანეთს გამარჯვებას არინა საბალენკა და კორი გაუფი შეეცილებიან. მატჩი 7 ივნისს გაიმართება.