გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ოფიციალური დებიუტი და მარცხი

გააზიარეთ

პორტუგალიაში გიორგი ქოჩორაშვილის ოფიციალური დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. ლისაბონური გრანდები ბენფიკა და სპორტინგი ერთმანეთს ქვეყნის სუპერთასისთვის ბრძოლაში დაუპირისპირდნენ, რომელშიც წითლებმა პრინციპულ მეტოქეს 1:0 მოუგეს.

ქართველი ფეხბურთელი სპორტინგის რიგებში მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში უკვე 1:0 იყო ბენფიკას სასარგებლოდ. გოლი 50-ე წუთზე ვანგელის პავლიდისმა გაიტანა.

ამრიგად, გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონური თავგადასავალი კი დაიწყო, თუმცა მარცხით. წინ არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი და საინტერესო სეზონია. რაც მთავარია, გიორგი ქოჩორაშვილი სექტემბრიდან ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი