გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

პირადი კონტრაქტი შეათანხმა! – ჟორჟი ინგლისს უახლოვდება

გააზიარეთ

სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს გიორგი მიქაუტაძის გარშემო კვლავ გაუგებრობაა. თითქოს მოგვარებული ამბავი, რომ გიორგი ამ სეზონს ლიონში გაატარებდა, მოულოდნელად თავდაყირა დადგა, რადგან ფრანგულ კლუბს ფინანსური ვალდებულებების გამო შეიძლება მიქაუტაძის გაყიდვა მაინც მოუწიოს.

თუ აქამდე პრემიერ ლიგის გუნდებიდან ბრენტფორდისა და ბარნლის ინტერესზე იწერებოდა, დღეს უკვე საქმეში ასტონ ვილა ჩაერთო. მეტიც, ადგილობრივი გამოცემა Le Parisien  იტყობინება, რომ ქართველმა ფორვარდმა ბირმინგემულ გუნდთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა!

როგორც ირკვევა, ჯერი კლუბებს შორის გარიგებაზეა. ასტონ ვილა მზადაა, მიქაუტაძის სანაცვლოდ ლიონს 35 მილიონი გადაუხადოს, თუმცა ფრანგული გუნდი 45 მილიონს ითხოვს. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები პროგრესირებს და ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

მიქაუტაძის გარშემო დიდი გაუგებრობაა შექმნილი – მედიების ნაწილი იტყობინება, რომ გიორგის ლიონში დარჩენა უნდა, ნაწილი კი – პირიქით. სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა, ყველაფერი კი სულ მალე გაირკვევა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები