გამოგვიწერეთ

სხვა...

პირველი მედალი სკოპიედან

გააზიარეთ

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველომ  პირველი მედალი მოიპოვა. ძიუდოისტმა საბა ბოლქვაძემ 50 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედალსთან ახლოს იყო 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალექსი გულუაც, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა.

მაგიდის ჩოგბურთის ტურნირის საკვალიფიკაციო  ეტაპზე  მარიამ გორგაძემ ორი შეხვედრა გამართა და ორივე მატჩი იდენტური ანგარიშით 0:3 წააგო.  ბიჭებში პირველი შეხვედრა 3:0 მოუგო ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა ისრაელის წარმომადგენელს. დანარჩენ შეხვედრებს კი, დღეს გამართავს.

400 მეტრზე თავისუფალ ცურვაში 36 მონაწილეს შორის 32-ე  შედეგი აჩვენა სალი შჩერბაევამ.

10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში ლიზი აღნიაშვილმა 24 მონაწილეს შორის მე-20 ადგილი დაიკავა.

ბადმინტონში  ქეთევან წამალაიძემ ერთი მატჩი წააგო, დანარჩენ ორში მეტოქეებს არ გამოუცხადდა და წაგებები ჩაეთვალა.  ბიჭებში კი დანიელ ვაგარშაკიანმა  ოთხიდან ერთი მატჩი მოიგო და ხუთკაციან ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდა.

ველოსპორტის ინდივიდუალურ  საგზატკეცილო რბოლაში (დროზე გამოდევნებით)  მათე ფრანიშვილმა 66-ე ადგილი დაიკავა, ზურა კილაძე-76-ე, ხოლო ლუკა  მაზმიაშვილი 79-ე იყო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად სხვა...