გამოგვიწერეთ

სხვა...

კვლავ ბრინჯაო, ველით ოქროს

გააზიარეთ

არახალი ამბავია, რომ ოლიმპიური თამაშები იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი მასშტაბური სპორტული ფორუმი, ჩვენი მთავარი დამრტყმელი ძალა ძიუდო და ჭიდაობის სახეობებია.

ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჭიდაობა პროგრამაში არასოდეს ყოფილა, თორემ მედლების რაოდენობაც გაცილებით მეტი გვექნებოდა. სამაგიეროდ არის ძიუდო და 1993 წლიდან მოყოლებული ანუ მას შემდეგ რაც საქართველო აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობს მოპოვებული მედლების უდიდესი წილი სწორედ მათზეა.

ასეა ახლაც, სკოპიეში მიმდინარე ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე. მართალია, ჯერ ოქრო არ ჩანს, თუმცა გვჯერა ეს მხოლოდ დროის ამბავია. მანამდე კი ქართული დელეგაციის ყულაბაში მეორე ბრინჯაოს მედალი ჩაჩხრიალდა.

პირველ საშეჯიბრო დღეს საბა ბოლქვაძის მოპოვებულ ბრინჯაოს, ვახტანგ ჭიაბერაშვილმა (60კგ) იგივე სინჯის მედალი მიამატა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში მან შვეიცარიელ მეტოქეს აჯობა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად სხვა...