გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

პრობლემა სატრანსფერო ღირებულებაა – მიქაუტაძეს დედაქალაქიდან ეპატიჟებოდნენ

გააზიარეთ

დედაქალაქური პარიზი ახალი სეზონიდან ლიგა 1-ში იასპარეზებს, მათ გასულ სეზონში ლიგა 2-დან უმაღლეს დივიზიონში გადმოსვლა შეძლეს, ახლა კი გუნდის გაძლიერებაზე ზრუნავენ.

ბელგიური მედია იტყობინება, რომ პარიზის მიზანი ცენტრალური ფორვარდის დამატებაა, თუმცა შეზღუდული სატრანსფერო ბიუჯეტის გამო მათი არჩევანიც მწირია.

როგორც ირკვევა, პარიზს რამდენიმე სასურველი ფორვარდი ჰყავს. მთავარი პრიორიტეტი მატის ალბინია, თუმცა მისი 25-მილიონიანი სატრანსფერო ღირებულება პარიზს ტრანსფერისთვის აბრკოლებს.

კიდევ ერთი სახელი, რომელიც პარიზს დაუკავშირეს, გიორგი მიქაუტაძეა. მიუხედავად იმისა, რომ მიქაუტაძემ ლიონში დარჩენა დაადასტურა, სატრანსფერო ფანჯრისას გამორიცხული მაინც არაფერია, შესაბამისად გადაჭრით ვერც მიქაუტაძეზე ვისაუბრებთ. მატის ალბინის მსგავსად, პარიზს აქაც სატრანსფერო ღირებულება აბრკოლებს – ლიონი გიორგის სანაცვლოდ 35 მილიონს მოითხოვს, რისი რესურსიც ახლად აღზევებულ გუნდს არ აქვს.

ამას ემატება ისიც, რომ პარიზი წელს ევროტურნირებზე ვერ იასპარეზებს, განსხვავებით ლიონისა. შესაბამისად, მიუხედავად დიდი სურვილისა, მიქაუტაძის დედაქალაქში გადაბარგება ნაკლებად სავარაუდოა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები