გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

პსჟ-ს ფიასკო და ჩელსის გაბრწყინება

გააზიარეთ

პირველი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოულოდნელი სცენარით წარიმართა – ლონდონის ჩელსიმ პარი სენ-ჟერმენი უშანსოდ დაამარცხა. მატჩის მთავარი გმირი კოულ პალმერი გახდა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ფინალი აშშ-ის ქალაქ ნიუ ჯერსიში, “მეტლაიფ სტედიუმზე” გაიმართა. გულშემატკივრები დაძაბულ და თანაბარ ბრძოლას ელოდნენ, თუმცა მოვლენები სულ სხვა გზით განვითარდა – ჩელსიმ პირველივე ტაიმში პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვიტა.

ფრანგულმა გრანდმა ფინალი პრობლემებით დაიწყო – ლუის ენრიკეს გუნდი პაჩოსა და ლუკა ერნანდესის გარეშე შეხვდა შეხვედრას, სასტარტოში კვლავ ბერალდო გამოჩნდა, ბარკოლა კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

უკვე 22-ე წუთზე მალო გუსტომ მარცხენა ფლანგზე ნუნუ მენდეში დაჩაგრა და კოულ პალმერს ასისტი გაუკეთა – ინგლისელმა პირველივე შანსი გამოიყენა. რვა წუთში პალმერმა კვლავ გამოიჩინა თავი – ანგარიში 2:0 გახდა. ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე, ის ჟოაო პედრომაც შეაგდო – 3:0.

მეორე ტაიმში პსჟ-მ სცადა თამაშში დაბრუნება. ოუსმან დემბელესა და ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდათ ნახევარმომენტები, თუმცა რეალური სახიფათო მომენტები არ შექმნილა. საბოლოოდ, ხვიჩა 58-ე წუთზე შეცვალეს. მისი სტატისტიკა არცთუ შთამბეჭდავი იყო: 1 დარტყმა, 1 დრიბლინგი, 1 მოპოვებული ჯარიმა.

მატჩის მიწურულს პსჟ 10 კაცით დარჩა – ჟოაო ნევეში მოედნიდან გააძევეს. პარალელურად, ჩელსის ტრავმების გამო ენცო ფერნანდესი და რის ჯეიმსი დააკლდა. ბოლო წუთებში დაძაბულობამ პიკს მიაღწია – ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რომელშიც კვარაცხელიაც აღმოჩნდა ჩართული.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი