გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სამი დეტალი, რაც დღეს გიორგი მამარდაშვილში გამოარჩიეს

გააზიარეთ

გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულში თავისი პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. პრესეზონის ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც მერსისაიდელებმა პრესტონ სიტის წინააღმდეგ ითამაშეს, ქართველმა მეკარემ პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა და კარი მშრალად შეინახა.

მართალია, პრესეზონის შეხვედრები საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად არასაკმარისია, თუმცა ბრიტანულ მედიაში, მათ შორის Liverpool.com-ზე, უკვე გაჩნდა დადებითი შეფასებები და გამოყოფილია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც მამარდაშვილის თამაშში თვალში საცემია.

ფეხით თამაში – თავდაჯერებული და მშვიდი

მიუხედავად იმისა, რომ ლივერპულს ბურთზე დიდი კონტროლი ჰქონდა და გიორგი ხშირად არ აღმოჩენილა აქტიურ საფრთხეში, ბურთთან მოპყრობა მისი მხრიდან საკმაოდ დამაჯერებელი იყო. ზოგი ფანი სკეპტიკურად უყურებდა მამარდაშვილის ფეხით თამაშის ხარისხს, თუმცა ამჯერად ქართველმა მეკარემ ეს კომპონენტიც დამაჯერებლად აჩვენა.

საგოლე გადაცემამდე რამდენიმე წამი აკლდა

პირველი ტაიმის შუაში ერთ-ერთი გამჭოლი გადაცემისას მამარდაშვილი ახლოს იყო საგოლე გადაცემასთან — მისი შორეული პასი ფედერიკო კიეზას სახიფათო პოზიციაში მიიყვანა, მაგრამ ეპიზოდი გოლით არ დასრულდა. გულშემატკივრებს ალისონ ბეკერის მსგავსი გადაცემები გაახსენდათ.

სიმაღლე და დომინანტური ფიგურა

198 სანტიმეტრიანი ქართველი მეკარე კარის ხაზზე დომინანტურად გამოიყურებოდა. შეხვედრის ბოლოს ერთ-ერთ ჩაწოდებულ ბურთზე დროული გამოსვლით მან თავი კარგად გამოიჩინა — მიუხედავად მცველთან შეჯახებისა, მამარდაშვილი თავდაჯერებულად დაბრუნდა საკუთარ პოზიციაზე. პირველი შთაბეჭდილებით, ის არა მხოლოდ მაღალია, არამედ უშიშარიც.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები