გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

რატომ გაუქმდა მაიამიში ჩასატარებელი ლა ლიგის მატჩი

გააზიარეთ

ამ სეზონში ლა ლიგის ერთი მატჩის (ვილიარეალი-ბარსელონა) ჩატარება ექსკლუზიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი მაიამიში იგეგმებოდა, თუმცა ეს ღონისძიება გაუქმდა.

The Athletic იტყობინება, რომ მატჩის გადადების მიზეზი ორგანიზატორის, Relevent-ის პასუხისმგებლობაა, რომელმაც ლა ლიგას აცნობა, რომ ღონისძიება უნდა გადადებულიყო.

ამ ინიციატივას ესპანეთში დიდი მხარდაჭერა არ ჰქონია, სწორედ ამიტომ, ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩასატარებლად შესაბამისი პირობები არ არსებობს, ამიტომ მისი დროებით გადადებაა საჭირო.

ლა ლიგის მატჩის აშშ-ში ჩატარების მიზანი ესპანეთის ჩემპიონატის ჩრდილოეთ ამერიკაში პოპულარიზაცია იყო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები