გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხვიჩა მრავალმხრივი ფეხბურთელია – ფრანგი ლეგენდა 

გააზიარეთ

ფრანგული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ, მარსელ დესაიმ, ინტერვიუში ლუის ენრიკესა და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და ისინი პსჟ-ის წარმატების მთავარ მამოძრავებლად დაასახელა.

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ ადვილია ისეთი დონის ფეხბურთელის გარეშე დარჩენა, როგორიც მბაპეა, რომელმაც პარიზში ბოლო სეზონში 44 გოლის გატანა შეძლო, ძალიან ცდება. ამ სირთულის ფონზე, ლუის ენრიკემ რა გააკეთა? ახალგაზრდა ტალანტებს მისცა შანსი.

ვგულისხმობ ბრედლი ბარკოლას, დეზირე დუესა და ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც როგორც ჩანს, ლუჩოს მსგავსად, ამ გუნდში რაღაც გამორჩეულს სთავაზობს.

თუ ადრე კვარას მხოლოდ მარცხენა ფლანგზე მოქმედ ფეხბურთელად მივიჩნევდით მათ შორის მეც, პსჟ-ში დაგვარწმუნა, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მარჯვენა ფრთაზეც გააგრძელოს თამაში, დაცვაშიც ჩაერთოს და 90 წუთის განმავლობაში უპრობლემოდ დაფაროს 13 კილომეტრი”, – განაცხადა დესაიმ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები