გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველომ ოცეულის კარი შეაღო

გააზიარეთ

ახალი არაფერია იმაში, რომ ევრობასკეტის დასრულების შემდეგ ფიბამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა. ცხადია, ჩვენთვის საინტერესო საქართველოს ნაკრების პოზიციაა და ამ მხრივ სასიხარულო ამბავი ნამდვილად გვაქვს.

ეჭვგარეშე იყო, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის წარმატებული თამაში და ის ისტორიული შედეგი, რაც ალექსანდრ ჯიკიჩის გაწრთვნილებმა დადეს უკვალოდ არ ჩაივლიდა. საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა პატარა საქმე ნამდვილად არ გახლავთ.

ჰოდა, საქართველოც ოთხი საფეხურით დაწინაურდა და ოცეულის კარიც შეაღო. საკალათბურთო ჯვაროსნები რეიტინგში ზუსტად მე-20 ადგილს იკავებენ.

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რეიტინგის სათავეშია ამერიკის ნაკრები, ევრობასკეტის ტრიუმფატორი გერმანია მეორე პოზიციაზეა, ხოლო მესამე ადგილზე სერბეთია.

ოცეული კი ასე გამოიყურება:

4. საფრანგეთი

5. კანადა

6. ავსტრალია

7. ესპანეთი

8. არგენტინა

9. ლიეტუვა

10. ბრაზილია

11. ლატვია

12. თურქეთი

13. საბერძნეთი

14. სლოვენია

15. იტალია

16. პუერტო რიკო

17. ფინეთი

18. მონტენეგრო

19. პოლონეთი

20. საქართველო

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი