გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სენტ ეტიენი მესამეზე გავიდა, დავითაშვილი – მეოთხეზე

გააზიარეთ

ლიგა 2-ის ბოლო ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენმა ამიენს 5:0 მოუგო, მაგრამ ეს ელიტაში პირდაპირ გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ამ დროისთვის „მწვანეები”60 ქულით მეორე ადგილზე კი არიან, მაგრამ ოფიციალურად ლე მანი გადაასწრებს. საქმე ის არის, რომ ლე მანი ბოლო ტურში სტუმრად ბასტიას 2:0-ს უგებდა, როდესაც ტრიბუნებზე არეულობა დაიწყო და მსაჯი იძულებული გახდა თამაში შეეწყვიტა. ეს კონპენსირებულ დროში მოხდა და, სავარაუდოდ, ლე მანს მოგება ჩაეთვლება, რის შემდეგ 62 ქულა გაუხდება და სენტ ეტიენს გადაასწრებს. ეს ამბავი ოფიციალურად ორშაბათს გამოცხადდება.

სენტ ეტიენი კი, ელიტაში გადასასვლელად ფლეი ოფიდან იბრძოლებს. საამისოდ კი, რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევს: ჯერ ამავე ლიგელ რედ სტარსა და როდეზს შორის მოგებულს უნდა შეხვდეს, მათთან გამარჯვების შემთხვევაში კი, ლიგა 1-ის მე-16 ადგილზე გასულთან ორრაუნდიან ჯახი ექნება.

დავუბრუნდეთ ამიენთან მატჩს, სადაც დავითაშვილი მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა და 13 წუთში გოლიც გაიტანა და ანგარიში 3:0 გახადა. ზურიკომ კიდევ ერთ გოლში მიიღო მონაწილეობა – 85-ე წუთზე აიმენ მოუფეკს გაატანინა, ვინაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დავითაშვილმა სეზონი 14 გოლითა და ხუთი საგოლე პასით დაასრულა და ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილზე გავიდა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ლეგიონერები