გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

“სიურპრიზები იქნება” – ტორპედოს მთავარი მწვრთნელი ორდაბასთან მატჩის წინ

გააზიარეთ

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედო ყაზახურ ორდაბასის წინააღმდეგ ითამაშებს.

ქუთაიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერიმ მედიასთან გუნდის ამჟამინდელ ფორმასა და განწყობაზე ისაუბრა.

გერმანელმა სპეციალისტმა გუნდის პროგრესზე, ახალ ფეხბურთელებზე და ვლადიმერ მამუჩაშვილის ფაქტორზე გააკეთა აქცენტი:

„გუნდის მზადების პროცესით კმაყოფილი ვარ. როგორც შემტევ, ისე დაცვით ნაწილში გუნდმა მოუმატა და შეგვიძლია საპასუხო მატჩის წინ უპირატესობა შევიქმნათ. ამისთვის ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერაც დაგვჭირდება.

ახალმა ფეხბურთელებმა გაგვაძლიერეს. დღეს სასტარტო თერთმეტეულზე ვერ გესაუბრებით, მისი შედგენა მარტივი არ არის, თუმცა რაც შემიძლია გითხრათ, სიურპრიზები იქნება.

რაც შეეხება ვლადიმერ მამუჩაშვილს, პირველ რიგში ხაზგასასმელია, რომ ეს გუნდის საერთო გადაწყვეტილებაა. ის საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია, კომუნიკაბელურია, გამოირჩევა ლიდერული თვისებებით, ამიტომ ვენდობით მას, მის გამოცდილებას და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.“

ტორპედოს და ორდაბასის დაპირისპირების პირველი შეხვედრა 10 ივლისს შედგება. ქუთაისური გუნდი საკუთარ მოედანზე უპირატესობის მოპოვებას ეცდება, რაც განმეორებით მატჩში დამატებით ფსიქოლოგიურ კომფორტს მიანიჭებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები