გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

პსჟ ფინალშია – ენრიკეს ბიჭებმა სამეფო კლუბი გაანადგურეს

გააზიარეთ

პსჟ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია, სადაც მისი მეტოქე ლონდონის ჩელსი იქნება.

1/2 ფინალურ მატჩში, ბევრისთვის მოულოდნელად, პარიზელებმა მადრიდის რეალი გაანადგურეს – პსჟ-მ მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და პირველივე ტაიმში მატჩის ინტრიგა მოკლა.

ანგარიში მე-6 წუთზე ფაბიან რუიზმა გახსნა, ტაიმის ბოლომდე კი ჯერ უსმან დემბელემ შეაგდო, შემდგომ კი ესპანელმა ნახევარმცველმა დუბლიც გაიტანა. ასისტები დემბელესა და აშრაფ ჰაკიმის ანგარიშზეა.

მეორე ტაიმში გუნდები ნაკლები მოტივაციით გამოვიდნენ, რაც ანგარიშმა განაპირობა, თუმცა მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე, გონსალო რამოშმა ყველაფერს წერტილი დაუსვა.

ფინალში პსჟ 13 ივლისს ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდება. ლონდონელებმა 1/2 ფინალშ ფლუმინენზეს სძლიეს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ევროტურნირები