გამოგვიწერეთ

სხვა...

სკოპიეში სოლიდური დელეგაციით

გააზიარეთ

20 ივლისიდან, ერთი კვირის განმავლობაში ქალაქი სკოპიე ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს, სადაც 49 ქვეყნის სამი ათასამდე ნორჩი სპორტსმენი გამოცდის საკუთარ ძალებს.

ცხადია, აღნიშნულ სპორტულ ფორუმზე წარმოდგენილი იქნება საქართველოც. ფესტივალის პროგრამაში შეტანილი სპორტის 15 სახეობიდან, ქართველი ათლეტები ცხრაში იასპარეზებენ.

ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ველოსპორტი, სპორტული ტანვარჯიში, ცურვა, ტაეკვონდო, ტყვიის სროლა – ეს იმ სპორტის სახეობათა ჩამონათვალია, რომლებშიც მაკედონიის დედაქალაქში ქართული დელეგაცია 36 სპორტსმენით წარსდგება.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც თავიდან დღეებად იწოდებოდა 1991 წელს დაარსდა და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. საქართველომ პირველად მასში მონაწილეობა 1993 წელს ნიდერლანდების ქალაქ ვალკენსვაარდში მიიღო.

შეგახსენებთ, 2015 წელს, ამ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას თბილისმა უმასპინძლა, ხოლო მიმდინარე წელს, თებერვალში, ანალოგიური ფორუმი ოღონდ ზამთრის სახეობებში ბაკურიანში გაიმართა.

საქართველოს ნაკრების დელეგაცია სკოპიეში

ძიუდო

ვაჟები: საბა ბოლქვაძე (50 კგ); ალექსი გულუა (55 კგ); ვახტანგ ჭიაბერაშვილი (60 კგ); გიორგი ბაბუციძე (66 კგ); ვასილ გამეზარდაშვილი (73 კგ); გიორგი მუმლაძე (81 კგ); გიორგი ზურაბიშვილი (90 კგ); იოანე აბალაკი (+90 კგ);

გოგონები: მარიამ წურწუმია (48 კგ); ნანა გულბიანი (63 კგ); ნინი ძაგანია (70 კგ); ბარბარე გელაშვილი (+70 კგ)

ტაეკვანდო

ვაჟები: მათე კვანტიძე (48 კგ); თეიმურაზ უკლება (55 კგ); საბა ბეგიაშვილი (63 კგ); ნიკა ღოღობერიძე (73 კგ);

გოგონები: ვიოლა ცეცხლაძე (44 კგ); ხატია გაროზაშვილი (49 კგ); ანასტასია გურეშიძე (55 კგ);

ტყვიის სროლა

ლიზი აღნიაშვილი, სანდრო ხოსიტაშვილი;

მაგიდის ჩოგბურთი

ნიკოლოზ ჩხარტიშვილი, მარიამ გორგაძე;

ბადმინტონი

დანიელ ვაგარშაკიანი, ქეთევან წამალაიძე;

ცურვა

ანასტასია მიქელაშვილი, სალი შჩერბაევა;

მძლეოსნობა

ლიზი მუღალაშვილი (სიგრძეზე ხტომა), მათე მეჯიდოვი (სამმაგი ხტომა), კონსტანტინე კორძახია (ბადროს ტყორცნა);

ტანვარჯიში

ლიზი გვალია, მარი ჟვანია, მარიამ პატარიძე;

ველოსპორტი

ლუკა მაზმიშვილი, მათე ფირანიშვილი, ზურაბ კილაძე.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად სხვა...