
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ფრანგულ ინტერნეტ-გადაცემაში გამოჩნდა და ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.
მუსიე ვილიმ ბევრ თემაზე ისაუბრა, ჩვენ კი ის მონაკვეთები გამოვარჩიეთ, სადაც საუბარი საქართველოსა და ეროვნულ გუნდს ეხება.
როგორ აღმოჩნდა საქართველოში
ბორდოსა და ბაიერნში მუშაობის შემდეგ მინდოდა, ჩემს შვილთან მეტი დრო გამეტარებინა. ის გარკვეული პრობლემებით დაიბადა და უფრო მეტი ყურადღება სჭირდებოდა. შემდეგ მცირე ხნით ფრანგულ რადიოსა და ტელევიზიაში ვიმუშავე… და საქართველოდანაც დამიკავშირდნენ.
ვესაუბრე პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს. ჩვენ ერთ დროს ვთამაშობდით გერმანიაში. მომცეს სრული თავისუფლება, ნდობა, რათა რაღაც ახალი ამეშენებინა. საქართველოში კოვიდის პერიოდში ჩავედი და პირველი დღეები ძალიან მძიმე იყო. წარმოიდგინეთ, 300-ნომრიან სასტუმროში დაკავებული მხოლოდ ხუთი ნომერი იყო.
მე და ადელ შედლი გარეთ ვერ გავდიოდით. ვიჯექით სასტუმროს ნომერში, ვუყურებდით მატჩებს და ქართველ ფეხბურთელებს ვაკვირდებოდით. ბოლოს ნებისმიერი მოთამაშე რომლის გვარიც ვილი-ზე ან ძე-ზე მთავრდებოდა, სიაში შეგვყავდა…
ევროპის ჩემპიონატზე
ადრეც ვთქი, ჩემს ყველა ტიტულს იმ ოთხთვიან პერიოდზე გავცვლიდი, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოვახერხეთ, იქ კი პორტუგალიას მოვუგეთ. ყველაფერს გავცვლიდი, რადგანაც ასეთი რამ იმ პერიოდამდე არასდროს გამომიცდია…
გამარჯვების გრძნობა საოცარი იყო. ეს ნარკოტიკივითაა, როდესაც ერთხელ გამოცდი, გინდა ისევ იქ დაბრუნდე, ყველაფერს აკეთებ, რომ ისევ იმ ადგილზე მოხვდე…
პორტუგალიასთან მოგების შემდეგ საოცარი ატმოსფერო იყო, მაგრამ ამ დროს არავინ იცოდა, მათ შორის ჩემმა სამწვრთნელო გუნდმაც, რომ მამაჩემი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. ტელეფონს ყოველ წუთს ვამოწმებდი, რადგან დედაჩემის და ჩემი დის ზარს ველოდი. როგორც ჩანს, მამაჩემიც ევროპის ჩემპიონატის დასრულებას ელოდებოდა, რომ დამმშვიდობებოდა.
ხვიჩა კვარაცხელიაზე
კვარაცხელიას არაფრის ეშინოდა. საკუთარი ქმედებებით ფრანკ რიბერის მაგონებდა. ხვიჩა მიდიოდა რისკზე, მის თვალებში კი ნაპერწკალი ჩანდა. მას განვითარება უნდოდა და სჭირდებოდა. თამაშობდა შიშის გარეშე, თავისუფლად. სხვებიც თამაშობენ შიშის გარეშე, მაგრამ ისეთი კარგები არ არიან. ხვიჩა კი ამბიციური იყო. მე კი მიყვარს ამბიციური ხალხი. ამბიცია გაძლევს მოტივაციასა და ძალას. ხვიჩა ჯერ კიდევ სწავლობს, რადგან მხოლოდ 24 წლისაა.
ქართველ ქომაგებზე და საქართველოზე
სპორტი ქმნის ემოციებს, ხოლო ფეხბურთი – განსაკუთრებულად. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი მიღწევა იყო. საქართველოში ყოფნისას მშვიდად ხუთი მეტრის გავლაც კი მიჭირს. ხალხი მაჩერებს და ამ წარმატებაზე მესაუბრება. ისინი ღიმილიანი სახეებით მელაპარაკებიან. ამ დროს ფიქრობ, რომ ეს ხალხი ბედნიერია და ამაყია.
ეს კი თავმდაბლობას გასწავლის, რადგანაც გინდა, რომ მათი სიხარული გაიზიარო. ხედავ, რომ საკუთარ საქმეს აკეთებ, ხარ ბედნიერი და ხალხიც ბედნიერია.
იხილე მეტი
-
სანაკრებო ტურნირები
/ 5 საათის agoმარკო როსი: საქართველო საკუთარ მოედანზე საშიშია
გააზიარეთUEFA-ს ერთა ლიგის B დივიზიონის დასსრულებამდე ორი ტური დარჩა. 14 ნოემბერს საქართველო მიხეილ მესხზე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 1 დღის agoგიორგი მიქაუტაძე: კვარა უფრო მაღალ ადგილს იმსახურებდა
გააზიარეთჩემპიონთა ლიგის ძირითადი ჯგუფის მეოთხე ტურში გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენს დაუხვდება....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 1 დღის agoქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის მეტოქეები შეიტყო
გააზიარეთ3 ნოემბერს, ნიონში 2027 წლის ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები C ლიგის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი