გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ფარერების ისტორიული სერია გრძელდება

გააზიარეთ

ტორსჰავნში გამართულ შეხვედრაში ფარერების ნაკრებმა სენსაცია მოახდინა – ეიდუნ კლაკსტეინის გუნდმა ჩეხეთს 2:1 აჯობა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

კუნძულელებმა ბოლო სამ ტურში საოცარი შედეგი დააფიქსირეს: ჯერ გიბრალტარი დაამარცხეს (1:0), შემდეგ მონტენეგრო გაანადგურეს (4:0), ხოლო ახლა ჩეხეთიც საკუთარ მოედანზე დაამარცხეს. ეს ფარერელთა ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა მათ ერთ შესარჩევ ციკლში ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ფარერები საერთაშორისო ფეხბურთის ერთ-ერთ აუტსაიდერად მიიჩნეოდა, გუნდი რეალურად იბრძვის მუნდიალზე გასასვლელად. L ჯგუფში მათ უკვე 12 ქულა აქვთ და მესამე პოზიციაზე იმყოფებიან — მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან მეორეადგილოსან ჩეხეთს. ჯგუფს 13 ქულით ხორვატია ლიდერობს, რომელსაც ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და დღეს გიბრალტარს ხვდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ფეხბურთი