გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

“შესაძლოა კოხრეიძემ ძირითადიდან დაიწყოს” – ტორპედოს მწვრთნელი

გააზიარეთ

ხვალ, 31 ივლისს, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ქუთაისის ტორპედო კვიპროსულ ომონიას დაუპირისპირდება.

თამაშის წინ ტორპედოს თავკაცმა, დირკ შუსტერიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

“პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა და დავმარცხდით, თუმცა დაკარგული არაფერია. 1 კვირა გვქონდა დაშვებული შეცდომების ანალიზისთვის. ამაზე ვიმუშავეთ და ვფიქრობ, ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ.

მჯერა გუნდის და დარწმუნებული ვარ, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად დაიხარჯება. გვაქვს სავსე ტრიბუნების და შესანიშნავი ატმოსფეროს იმედიც.

გიორგი კოხრეიძე? მართალია, ბოლო მატჩებში ის ძირითად შემადგენლობაში არ იყო, თუმცა მისი ვარჯიშით კმაყოფილი ვარ, დღეს ფიზიკურად უკეთესად გამოიყურება და არ გამოვრიცხავ ხვალინდელი მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყოს.”

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები