გამოგვიწერეთ

ნაკრები

შვიდკაცა მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

გააზიარეთ

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, გიორგი ნოზაძის გაწვრთნილი შვიდკაცა ნაკრები 5-8 ადგილებისთვის იბრძოლებს.

პირველი თამაში ბელგიასთან გვქონდა. მეტოქე ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს სოსო მათიაშვილმა ლელო ძელებსშუა გაიტანა და თავადვე გარდასახა – 7:12; მეორე ტაიმის შუაში ოფლოუდის შემდეგ ხაზი გაგა ქევხიშვილმა გაჭრა და ლელოთი წონასწორობა აღადგინა, გიორგი ბაბუნაშვილმა კი გარდასახვით დაგვაწინაურა. დასკვნითი ორი წუთი მატიას მოდებაძის სინბინის გამო კაცნაკლულებმა ვითამაშეთ, მაგრამ დაცვა მოვახერხეთ და 14:12 გავიმარჯვეთ.

მეორე შეხვედრა იტალიასთან გვქონდა. მეტოქე აქაც 12 ქულით დაწინაურდა, რაზეც ზედ შესვენების წინ ლუკა ალიბეგაშვილის ლელოთი ვუპასუხეთ. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე შეცდომა დავუშვით, ძელებსშუა ლელო გავუშვით და 14 ქულით ჩამოვრჩით. თუმცა, მატის მოდებაძემ ხაზი გაჭრა და ძელებსშუა გატანილი ლელოთი და ზუსტი გარდასახვით ჩამორჩენა შევამცირეთ. მალევე მოდებაძის ოფლოუდის შემდეგ ხაზი გაგა ქევხიშვილმა გაჭრა და მისი ლელოსა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ წონასწორობა აღვადგინეთ. გაწითლებულ დროზე ჯერ ბურთი მოვიპოვეთ, მერე კარგი შეტევა განვახორციელეთ, კაკაურიძემ მოკლე ფრთაზე ყველასათვის მოულოდნელად შეუტია და გამარჯვების ლელო გაიტანა, სოსო მათიაშვილმა კი გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 26:19.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ლიეტუვას ვძლიეთ. პირველი ტაიმის მიწურულს ნიკოლოზ ნოქარაშვილი მბოჭავს ამოუხტა და ლელო გაიტანა. ეს მატჩის ერთადერთი ლელო აღმოჩნდა და 5:0 გამარჯვების შემდეგ, ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ.

მეოთედფინალში ნაცნობ იტალიას შევხვდით. პირველსავე წუთზე მეტოქეს ბურთი ავართვით, გაგა ქევხიშვილი ორ მბოჭავს გაექცა და ანგარიში გახსნა. ქევხიშვილმა ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ მეორე ლელოც გაიტანა, ტაიმის ბოლოს კი შერკინებიდან მოდებაძემ შეუტია და მესამე ლელო გაიტანა, რომელსაც ზუსტი გარდასახვაც მოყვა და ტაიმი 17:0 მოვიგეთ.

სამწუხაროდ, მეორე ტაიმში სამი ლელო მივიღეთ, საიდანაც ორს ზუსტი გარდასახვა მოყვა და იტალიამ 19:17 გაიმარჯვა.

შედეგად, მეხუთე ადგილის ნახევარფინალში გადავინაცვლეთ და ესპანეთს შევხვდებით. მეორე ნახევარფინალში დიდი ბრიტანეთი და პორტუგალია ითამაშებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები