გამოგვიწერეთ

რაგბი

ჩელენჯ თასზე შავი ლომის კალენდარი ცნობილია

გააზიარეთ

შავი ლომი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის 2026-27 წლების სეზონს საქართველოში, უელსურ ოსფრიზთან მატჩით გახსნის.

თავის მეოთხე ევროპულ სეზონს ჩვენი გუნდი 17 ოქტომბერს უელსელებთან საშინაო მატჩით დაიწყებს. ჯერჯერობით უცნობია რომელ სტადიონზე გაიმართება მომავალი შეხვედრა.

ჩელენჯ თასის განვლილ სამ სეზონში უელსურ გუნდს ორჯერ ვეთამაშეთ – ორივეჯერ სქარლეთს, მაგრამ ორივე შეხვედრა სტუმრად გავმართეთ და უელსელები საქართველოში პირველად ჩამოვლენ.

ტურნირზე შავმა ლომმა პირველი, ისტორიული გამარჯვება სწორედ უელსელებთან მოიპოვა, როდესაც სქარლეთს სტუმრად 2023 წელს 23:7 სძლია. მეორედ 2024 წელს შევხვდით და მეტოქემ რევანში აიღო – 36:18.

მეორე და მესამე ტურის მატჩებს საფრანგეთში გავმართავთ: 12 დეკემბერს ფრანგულ გრანდ ტულონს „სტად მაიოლზე“ ვეწვევით; 2027 წლის 10 იანვარს კი, ვანს „სტად დე ლა რაბინეზე“ შევერკინებით.

ტულონთან აქამდე არასდროს გვითამაშია, ვანი კი, სამიდან ერთ-ერთი გუნდია, რომლისთვისაც ჩელენჯ თასზე მოგვიგია. ეს 2024 წლის 7 დეკემბერს მოხდა, როდესაც „მიხეილ მესხზე“ გვეწვია და 22:19 დავამარცხეთ.

ჩელენჯ თასის ჯგუფურ ეტაპს 17 იანვარს საქართველოში, შოტლანდიურ ედინბურგთან მატჩით ვასრულებთ. თამაშის ჩატარების ზუსტი ადგილი მოგვიანებით გაირკვევა. ედინბურგთან ერთხელ უკვე გვითამაშია – 2025 წლის იანვარში სქოთებს სტუმრად შევერკინეთ და მასპინძლებმა 36:15 გაიმარჯვეს.

ზემოთ ჩამოთვლილ გუნდებთან ერთად მესამე ჯგუფშია ინგლისური ჰარლიქვინსი, რომელთანაც თამაში არ მოგვიწევს.

ოთხი ტურის შემდეგ, ჯგუფის ოთხი მოწინავე გუნდი ფლეი ოფში გადის.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად რაგბი