გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“ხვიჩას სიტყვები არ გაითვალისწინა”, – რატომ დასაჯეს ბედოშვილი რუსეთში

გააზიარეთ

ვახტანგ ბედოშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნიჟნი ნოვგოროდს შეუერთდა, სადაც გასულ ტურში სადებიუტო მატჩიც ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქართველი მოედანზე 67-ე წუთზე, ცვლილებით შევიდა, თუმცა 90-ე წუთზე მწვრთნელმა ის მოედნიდან გამოიყვანა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამ განაპირობა მისი გადაწყვეტილება, ბელორუსმა ალექსეი შპილევსკიმ განაცხადა, რომ მან ბედოშვილი დასაჯა:

“ბედოშვილმა ვარჯიშებზე თავი კარგად წარმოაჩინა, რის გამოც შანსის მიცემა გადავწყვიტე. მატჩამდე ყველა ფეხბურთელს ვანახე ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო, რომელშიც ის საუბრობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემარბის მხრიდან დაცვის დახმარება.

ბედოშვილმა ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა, სწორედ ამიტომ მოედნიდან გამოვიყვანე, ეს ვახტანგისთვის კარგი გაკვეთილი იქნება”, – განაცხადა მან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები