გამოგვიწერეთ

სხვა...

6 მედალი პოლონეთიდან

გააზიარეთ

სექტემბერში ზაგრები თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. პლანეტის პირველობისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ჩვენი ფალავნებია სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობენ.

ერთ-ერთი ასეთი კი პოლონეთში გამართული პიტლანსინსკისა და ციოლაოვსკის მემორიალი გალხდათ, სადაც ქართველი კლასიკური სტილით მოჭიდავეები 7 წონით კატეგორიაში იყვნენ წარმოდგენილნი და საკმაოდ წარმატებითაც იასპარეზეს.

ქართველმა ფალავნებმა აღნიშნულ პრესტიჟულ ტურნირზე ექვსი მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ ლაშა გობაძე (87კგ) და დიეგო ჩხიკვაძე (67კგ), ვერცხლს აივენგო რიკაძე (87კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები რამაზ სილაგავამ (55კგ), გურამ ხეცურიანმა (87კგ) და გიორგი შოთაძემ (67კგ) დაისაკუთრეს.

ხორვატიის დედაქალაქში მსოფლიო ჩემპიონატი 13-21 სექტემბერს გაიმართება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად სხვა...