გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

აღარ მინდა – ნოვაკისთვის მასტერსები დასრულდა

გააზიარეთ

ნოვაკ ჯოკოვიჩთან ტიტულებით გათანაბრება ადვილი საქმე რომ არ იქნება ორი აზრი არ არსებობს. ახალი თაობის წარმომადგენელთაგან ერთი შეხედვით ამის შანსი თითქოს კარლოს ალკარასს და იანიკ სინერს უნდა ჰქონდეთ, თუმცა საამისოდ  ესპანელ და იტალიელ ტალანტებს რთული გზის გავლა მოუწევთ და ვინძლო ვერც მოახერხონ.

ლეგენდარულ სერბ ჩოგბურთელს ერთეულთა თანრიგში 100 ტიტული მოუხვეჭავს და აქედან 40 მასტერსის გახლავთ. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ბოლო პერიოდში ნოლე ATP-ის 1000-იანი კატეგორიის ტურნირებზე ანუ იგივე მასტერსებზე აღარ ჩანს. 38 წლის ჯოკოვიჩი არც ახლახანს დასრულებულ ცინცინატის მასტერსზე ყოფილა. სამეფო სპორტის და განსაკუთრებით ჯოკოვიჩის ქომაგებს შესაძლოა ეფიქრათ, რომ ამის მიზეზი ტრავმა ან უბრალოდ დასვენების სურვილი ყოფილიყო, მაგრამ რეალობა სხვა რამ აღმოჩნდა. ნოლეს უბრალოდ აღარ სურს მასტერსებს თავი შეაკლას.

„პატარა ბიჭი აღარ ვარ და გადავწყვიტე მასტერსებზე გამოსვლებს თავი დავანებო. ამიერიდან მხოლოდ დიდ სლემებზე ვიქნები, რადგან ჩემს გეგმებში აღარ შედის ორ კვირიან მასტერსებზე დროის დაკარგვა.

მასტერსებზე გამარჯვების სიხარული ბევრჯერ გამოვცადე. უკვე ასაკში ვარ და ზედმეტი ენერგიის ხარჯვას აღარ ვაპირებ. რეიტინგში ლიდერობა ჩემი მიზანი აღარ არის, მითუფრო ქულების დაცვა. ამიტომაც კონცენტრაციას მხოლოდ მეიჯორებზე გავაკეთებ.

ოჯახთან მეტი დროის გატარება მსურს. კარიერაში ბევრს მივაღწიე და ვფიქრობ დავიმსახურე თავად გადავწყვიტო სად და როდის ვითამაშებ“ – აღნიშნა დიდებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი