გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიორგი აბურჯანია საუდის არაბეთში ითამაშებს

გააზიარეთ

გიორგი აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს – ქართველი ნახევარმცველი ჯედას ფეხბურთელი გახდა.

კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 29 წლის ფეხბურთელი არაბულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან ბოლო პერიოდში უგუნდოდ იყო – ზაფხულში პორტუგალიური AVS დატოვა.

ჯედა საუდის არაბეთის მეორე დივიზიონში ასპარეზობს, სადაც ახალი სეზონი ჯერ არ დაწყებულა.

აბურჯანიას კარიერა საკმაოდ მრავალფეროვანია – მას უთამაშია ანორთოსისში, ხიმნასტიკში, ლუგოში, სევილია ბ-ში, ოვიედოში, ტვენტეში, კარტახენაში, ჟილ ვისენტეში, ჰათაისპორში, მეტალურგში, დილასა და ლოკომოტივში.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი ნახევარმცველს 39 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ერთი გოლი გაიტანა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები