გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიორგი მიქაუტაძემ უნიკალური მიღწევა დააფიქსირა

გააზიარეთ

ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში ვილიარეალი საკუთარ სტადიონზე ოსასუნას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 იმარჯვა.

შეხვედრის პირველ ნაწილში ანგარიში ოსასუნამ გახსნა, თუმცა ინტრიგა მეორე ტაიმში დაბრუნდა — 69-ე წუთზე ბრწყინვალე საგოლე მომენტი გამოიყენა გიორგი მიქაუტაძემ და თავისი პირველი გოლი გაიტანა ლა ლიგაში და ვილიარეალის მაისურით.

საინტერესო ფაქტია, რომ ქართველ ფეხბურთელს ესპანეთის ჩემპიონატში გოლის გატანა თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ მოუხდა. ბოლოს მსგავსი რამ 2001 წელს მოხდა, როდესაც გიორგი დემეტრაძემ სოსიედადის შემადგენლობაში სევილიას კარში გაიტანა.

მოგვიანებით ესპანეთის ელიტაში თამაშის შესაძლებლობა შოთა არველაძეს, გიორგი ქოჩორაშვილს და გიორგი მამარდაშვილს მიეცათ, თუმცა ბურთი მეტოქის კარში ვერცერთმა ვერ შეაგდო. სწორედ მიქაუტაძე გახდა ის ფეხბურთელი, რომელმაც 24-წლიანი პაუზა დაასრულა და ისტორიული შედეგი დაფიქსირდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები