გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ედერსონი თურქეთში, დონარუმა სიტიში

გააზიარეთ

სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ორი მნიშვნელოვანი ტრანსფერი შედგა, რომლის თაობაზეც ინფორმაციები უკვე დიდი ხანი ვრცელდებოდა – ჯანლუიჯი დონარუმა კარიერას მანჩესტერ სიტიში, ხოლო ედერსონ მორაეში თურქეთში გააგრძელებს.

თავდაპირველად, ედერსონის ყიდვის მთავარი კანდიდატი გალათასარაი იყო, თუმცა სრულიად მოულოდნელად საქმეში გალას მთავარი კონკურენტი, ფენერბახჩე ჩაერთო და ბრაზილიელი მეკარე 15 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა.

დონარუმას მოსაყვანად სწორედ ედერსონის გაშვებას ელოდებოდა სიტიც. მას შემდეგ, რაც ფენერბახჩესთან გარიგება შედგა, ეტიჰადელებმა პსჟ-დან იტალიელი კიპერი 35 მილიონი ევროს + 4 მლნ ბონუსების სანაცვლოდ შეიძინეს.

როგორც ირკვევა, დონარუმა სიტისთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ხოლო ხელფასის სახით წელიწადში 13 მილიონ ევროს დაიმსახურებს. ის კონტრაქტს დღეს გააფორმებს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ტრანსფერები