გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

იბერია სლოვანთან დამარცხდა

გააზიარეთ

თბილისის იბერია უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბრატისლავას სლოვანთან დამარცხდა. საქართველოს ჩემპიონმა “მიხეილ მესხის” სტადიონზე 0:2 წააგო.

იბერიამ მატჩი კარგად დაიწყო და მეხუთე წუთზე გოლიც გაიტანა – ანდრია ბართიშვილის პასით ვახო ბედოშვილმა იხეირა. თუმცა, გოლი WAR-ზე გადaამოწმდეს და თამაშგარის მოტივით გაუქმდა.

სამაგიეროდ, სტუმრები 25-ე წუთზე ანდრას სპორარის გოლით დაწინაურდნენ. სლოვენიელმა ანგოლელი სანდრო კრუზის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მეტოქის კარში თავით შეაგდო.

32-ე წუთზე ალასანა ირაჯანგიმ ულამაზესი გოლი გაიტანა – გამბიელმა ფეხბურთელმა მაკარიძეს გოლი მაკრატელა დარტყმით გაუტანა.

63-ე წუთზე იბერიას გოლი კიდევ ერთხელ არ ჩაითვალა. ამ შემთხვევაში მსაჯებმა თამაშგარე გიორგი ქობულაძეზე დააფიქსირეს.

სლოვაკურმა კლუბმა შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა და განმეორებითი შეხვედრის წინ კარგი უპირატესობა შეიქმნა.

ამ გუნდების საპასუხო მატჩი 29 ივლისსა ჩანიშნული.

ჩემპიონთა ლიგა
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი

იბერია 1999 (საქართველო)-სლოვანი (სლოვაკეთი) 0:2

თბილისი. მიხეილ მესხი

0:1 სპორარი (25); 0:2 ირაჯანგი (32)

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები